რატომ აცმევენ ვარსკვლავი დედები ბიჭებს გოგოებივით და გოგოებს - ბიჭებივით? - მშობლები

რატომ აცმევენ ვარსკვლავი დედები ბიჭებს გოგოებივით და გოგოებს - ბიჭებივით?

2017-03-02 04:28:27+04:00

მათი აღზრდის მეთოდი უამრავ ადამიანს აღაშფოთებს, თუმცა ისინი კვლავ აგრძელებენ... თანამედროვე მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის არ ღირს თვითგამოხატულებისა და თვითდამკვიდრებისთვის აკრძალვების დაწესება. თუმცა ზოგიერთები მეტისმეტადაც ინდომებენ და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ დედები იმის დასამტკიცებლად, თუ თავად როგორი ტოლერანტები და თანამედროვეები არიან, უბიძგებენ კიდეც შვილებს "უცნაური" ქცევისკენ.

გთავაზობთ ვარსკვლავების შვილების ფოტოებს, რომელთა დედები უფლებას აძლევენ თავიანთ შვილებს, ქუჩაში მეტად უცნაურ ფორმაში იარონ.

შარლიზ ტერონი და მისი უფროსი ბიჭი ჯექსონი

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

მსახიობს ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი და მიუხედავად თაყვანისმცემლების კრიტიკისა, სრულ თავისუფლებას აძლევს თავის ბიჭს გარდერობის შერჩევაში. ამიტომ უკვე აღარავის უკვირს შარლიზის უფროსი ვაჟის დანახვა კაბებსა და ქვედაბოლოებში.

მეგან ფოქსი და მისი ბიჭი ნოა შენონ გრინი

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

როგორც მსახიობი ამბობს, თავად საკმაოდ მკაცრ ოჯახში იზრდებოდა და იმის შიშით, რომ მისი შვილები არ გაიზარდონ დაკომპლექსებულები, აძლევს უფლებას ბიჭს, ატაროს კაბები. საინტერესოა უშველის თუ არა ეს?

ადელი და მისი ბიჭი ანჯელო

mshoblebi

mshoblebi

გვენ სტეფანის ბიჭი სტეფანი

სტეფანი კინგსტონს ასევე უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება.

mshoblebi

უილ სმიტის ვაჟი ჯეიდენი ასევე ატარებს ექსპერიმენტებს ქალისა და მამაკაცის სამოსთან დაკავშირებით

mshoblebi

ანჯელინა ჯოლი და მისი გოგონა შეილო ნუველი

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

მიუხედავად თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობისა, შეილო საერთოდ ვერ გრძნობს თავს გოგოდ. ამბობენ, რომ მომავალში სურს სქესის შეცვლა. მანამდე კი ატარებს მოკლე ვარცხნილობას, იცვამს ბიჭის სამოსს და თამაშობს ფეხბურთს.

წაიკითხეთ ასევე: როდის არის საგანგაშო ბავშვის სქესისთვის შეუსაბამო ქცევა და ვის უნდა მივმართოთ?

ნაზი ბიჭი და "ვაჟკაცი" გოგო - არის თუ არა ეს პრობლემა?