"ისთ ფოინთი" საოჯახო ვიზიტებისთვის იდეალური ადგილია. 150-ზე მეტი ბრენდი, კაფე-რესტორნების ფართო არჩევანი, ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი ცენტრი "ფოკუს მოკუსი", კინო-თეატრი Cavea IMAX, ბოულინგის ცენტრი Lebowski, ტექნიკის მაღაზიები, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი "კარფური", სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "დომინო" - ეს ყველაფერი ერთ ქალაქში "ისთ ფოინთში" გელოდებათ. ეს არის საუკეთესი ადგილი, რომელსაც შეიძლება მთელი ოჯახი ეწვიოს და დრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატაროს. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებულ ელფერს გათამაშება ანიჭებს, რომლის გამარჯვებულისთვისაც სავაჭრო ქალაქი ერთი ღამით უფასოდ გაიღება.
"ისთ ფოინთი" საოჯახო ვიზიტებისთვის იდეალური ადგილია. ერთ შენობაში თავმოყრილი ბავშვის ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზიები ძალიან კომფორტულია აქ მოსული მშობლებისთვის. აქვე მდებარეობს ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც შაბათ-კვირას ბავშვებისთვის უფასო ღონისძიებებს აწყობს. ჩვენი ატრაქციონებით დროის სასიამოვნოდ გატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. "ფოკუს-მოკუსის" ექსტრემალური ატრაქციონების მსგავსი კი თბილისში უბრალოდ არ არსებობს, - განმარტავს "ისთ ფოინთის" მერი თეონა ჩიხლაძე.
საოჯახო შოპინგისა და გართობის ეს ქალაქი იწყებს გრანდიოზულ გათამაშებას, რომელიც 23 აპრილამდე გაგრძელდება. 1 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო ქალაქის ნებისმიერ მაღაზიაში მინიმუმ 50 ლარის ოდენობით იშოპინგოს და შემდეგ ქვითარი "ისთ ფოინთის" საინფორმაციო ცენტრში გათამაშების ბილეთში გადაცვალოს. სამუშაო დღეებში 2 ბილეთი გაიცემა შაბათ-კვირას კი - ერთი. გათამაშება ლოტოტრონის პრინციპით 23 აპრილს გაიმართება და ის Facebook Live-ით გადაიცემა.
"გათამაშების პროცესიც არ იქნება სტანდარტული. ლოტოტრონში ამოსული ბილეთის მფლობელი გათამაშებისას წამყვანს ეთამაშება "ქალაქობანას" და მარტივ კითხვებზე პასუხით 100 000 ლარის ღირებულების 100 პრიზიდან ერთ-ერთ ან მთავარ პრიზს მოიგებს," - ამბობს თეონა ჩიხლაძე.
"განსაკუთრებულია მთავარი პრიზიც. "ისთ ფოინთი" არა სამუშაო საათებში გაიხნება მხოლოდ გამარჯვებულისთვის და მას შეეძლება შოპინგი უფასოდ. მსგავსი პრეცედენტი, რომ მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის მუშაობდეს მთელი სავაჭრო ქალაქი, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ამ პრიზის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. გამარჯვებულს შეეძლება ესტუმროს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ მაღაზიას და გაიტანოს ყველაფერი, რაც უნდა. ამ პროცესს გადავიღებთ და ბედნიერი შოპინგის ვიდეოსაც მოვამზადებთ," – დაამატა "ისთ ფოინთის" მერმა.
თუ თქვენ კიდევ არ აგირჩევიათ საოჯახო შოპინგისა და გართობის ადგილი, ეწვიეთ "ისთ ფოინთს" და შეიძლება გასნაკუთრებული პრიზების მფლობელებიც გახდეთ.
ნანა მღებრიშვილი