აღნიშნეთ მულტფილმების საერთაშორისო დღე "ფოკუს მოკუსში" - მშობლები

აღნიშნეთ მულტფილმების საერთაშორისო დღე "ფოკუს მოკუსში"

2017-04-03 07:30:45+04:00

6 აპრილს მულტფილმების საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ანიმაციის მასტერკლასი, ბავშვების ხელით შექმნილი მულტფილმები, "დისნეის" გმირების ანიმაციური ძეგლები, ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვთა გასართობი ცენტრისგან "ფოკუს მოკუსი" მულტფილმების საერთაშორისო დღეს გელოდებათ.

6 აპრილს მულტფილმების საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ამ საერთო დღესასწაულს სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში" მდებარეყველაზე დიდი გასართობი ცენტრი "ფოკუს მოკუსიც" შეუერთდა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე იზრუნა. სპეციალურად მოწვეული პროფესიონალი მულტიპლიკატორები ანიმაციის მასტერკლასს ჩაატარებენ და ბავშვები მათ დახმარებით თავად შექმნიან მულტფილმს. რაც მთავარია, ბავშვებს განსაკუთრებულ დღესასწაულს "ფოკუს მოკუსი" სრულიად უფასოდ მოუწყობს.

"ალბათ, ყველა პატარას აინტერესებს, თუ როგორ იქმნება მულტფილმი, საიდან ჩნდებიან საყვარელი გმირები და როგორ შეიძლება ნახატის გაცოცხლება. სწორედ ამიტომ, სპეციალურად ამ დღისთვის მოვიწვიეთ პროფესიონალი მულტიპლიკატორები, რომლებიც ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ და "ფოკუს მოკუსის" სცენიდან ასწავლიან, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები. მულტფილმების შექმნაში ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მონაწილეობის მიღება. გვინდა, მულტფილების საერთაშორისო დღე მათთვის დაუვიწყარი გავხადოთ," - ამბობს "ისთ ფოინთის" მერი თეონა ჩიხლაძე.

მასტერკლასის პარალელურად, ბავშვებს დახვდებათ საყვარელი მულტფილმის გმირების ანიმაციური ძეგლები.

გარდა ამისა, მხოლოდ ამ დღეს "ფოკუს მოკუსის" ნებისმიერი პაკეტის შეძენისას მყიდველს 10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

გასართობი ღონისძიებები 6 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მულტიპლიკატორები 2 მასტერკლასს ჩაატარებენ სხვადასხვა აუდიტორიისთვის. მონაწილეობა "ფოკუს მოკუსში" მისულ ნებისმიერ ბავშვს უფასოდ შეუძლია.

როგორც თეონა ჩიხლაძე განმარტავს, ეს ყველაფერი არაა და სტუმრად მისულ ბავშვებს კიდევ ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ელოდებათ.

"ფოკუს მოკუსი" ყველაზე დიდი გასართობი ცენტრია, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს ბავშვების გამხიარულებაზე. ცენტრი, ტრადიციულად, ყოველ შაბათ-კვირას ბავშვებისთვის უფასო ღონისძიებებს აწყობს. აქ ატრაქციონებით დროის სასიამოვნოდ გატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. "ფოკუს-მოკუსის" ექსტრემალური ატრაქციონების და დაბადების დღის ცენტრის მსგავსი კი თბილისში უბრალოდ არ არსებობს.