გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა... - მშობლები

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა...

2017-04-10 04:31:12+04:00

კახი კავსაძე ამბობდა, ექიმების დამსახურებით აცოცხლეს ბოლო დღეები, თუმცა ჯერ კიდევ გუშინ ვიუწყებოდით, რომ ცნობილი მსახიობი, 83 წლის გივი ბერიკაშვილი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. როგორც მისი მეგობარი, ასევე გამოჩენილი მსახიობი კახი კავსაძე ამბობდა, ექიმების დამსახურებით აცოცხლეს ბოლო დღეები, თუმცა როგორც ჩანს, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და მსახიობი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს მისი კოლეგები იუწყებიან:

ლელა ალიბეგაშვილი:

"გარდაიცვალა ჭეშმარიტად სახალხო არტისტი, ჩვენი საყვარელი გივი ბერიკაშვილი... ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი სული!"

ჩვენც ვიზიარებთ მისი ოჯახის და უამრავი თაყვანისმცემლის უდიდეს მწუხარებას.

ასევე იხილეთ: კახი კავსაძე: "ცუდი დაავადება დამიდგინეს... სიმსივნე..."