"ამ გოგონებს პირდაპირ ვეუბნები, რომ უშვილოდ დარჩებიან... ემუქრებათ მენინგიტი, ენცეფალიტი" - ვის აფრთხილებს ქართველი თერაპევტი - მშობლები

"ამ გოგონებს პირდაპირ ვეუბნები, რომ უშვილოდ დარჩებიან... ემუქრებათ მენინგიტი, ენცეფალიტი" - ვის აფრთხილებს ქართველი თერაპევტი

2017-04-26 08:01:55+04:00

ახალ­გაზ­რ­დებს სი­ცი­ვე­ში თბი­ლად ჩაც­მა არ უყ­ვართ. ზოგს თხე­ლი ტყა­ვის ქურ­თუ­კის ქვეშ, ასე­ვე თხე­ლი პე­რან­გი აც­ვია. ლა­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შარ­ვა­ლი, სა­ზაფხუ­ლო კე­დებ­ზე აქვთ ამოც­მუ­ლი. მოკ­ლეყე­ლი­ა­ნი წინ­დი­დან, სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი კო­ჭი მო­უ­ჩან­თ... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ შე­ამ­ჩ­ნიო ქუ­ჩა­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე ან ტრან­ს­პორ­ტ­ში, მო­ბუ­ზუ­ლი, აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი და სი­ცი­ვის­გან გა­შა­ვე­ბუ­ლი... კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ იც­ვა­მენ ასე? ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აქვს, - მოს­წონს, მო­და­შია, მი­სი სტი­ლია; ”უ­ნი­ში” არ ცი­ვა და გზა­ში არა უშავს, რო­გორ­ღაც მო­ით­მენს...

ანუ­კი, 18 წლის:

- არ შე­მიძ­ლია თბი­ლად ჩაც­მა. მირ­ჩევ­ნია, მცი­ო­დეს და ის მეც­ვას, რაც მომ­წონს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარგ ”ვიდ­ზე” ხარ. რაც მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბა და რო­დე­საც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ შე­ნი თა­ვი მოგ­წონს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი გაქვს...

- თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბა და ჩაც­მა არ შე­იძ­ლე­ბა?

- არ მომ­წონს, ფი­გუ­რა არ იკ­ვე­თე­ბა... გამ­ხ­და­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თხე­ლი კი­დუ­რე­ბი და მა­ღა­ლი კი­სე­რი არ ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ შა­ლით შევ­ფუთ­ნე. ბა­რემ ჩად­რით ვივ­ლი და ეგაა. სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვი­ყო, წო­ნა ვა­კონ­ტ­რო­ლო და ყვე­ლა სე­ზონ­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე... სა­მო­სი, ზამ­თ­რის დად­გო­მამ­დე სა­მი თვით ად­რე გა­მო­ვი­წე­რე ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­დან და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ჩა­ვიც­ვამ­დი...

- ამ ზამ­თარს არაერთხელ გაცივდით, რო­გორც ვი­ცი.

- დი­ახ, ასეა... ბო­ლო გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, ”ქა­ლუ­რი” პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ. დე­და­ჩე­მი კუდ­ში დამ­დევ­და, თბი­ლად ჩა­იც­ვიო და მარ­თ­ლა ჩა­ფუთ­ნი­ლი დავ­დი­ო­დი. ლექ­ცი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი, იმ­დენ ხანს ვუნ­დე­ბო­დი გახ­დას, ყვე­ლა მე დამ­ცი­ნო­და. ერთ დღე­საც შევ­წყ­ვი­ტე და ძა­ლი­ან თხლად წა­ვე­დი. ძა­ლი­ან მცი­ვა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ ”დი­დი გა­ცი­ვე­ბის” შემ­დეგ, სახ­ლი­დან თბი­ლად ჩაც­მუ­ლი გავ­სულ­ვარ და ლიფ­ტ­ში ან სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მიხ­დია... ჩა­ფუთ­ნი­ლი ვერ ვმოძ­რა­ობ და ვკომ­პ­ლექ­ს­დე­ბი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი რომ მეტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა, გა­ცი­ვე­ბაც, სიცხეც და თა­ვის ტკი­ვი­ლიც. ამას ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, ამი­ტო­მაც მომ­წონ­ხა­რო. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩე­მი სტი­ლი და ჩაც­მის სი­თა­მა­მე. რო­დე­საც დავ­ბერ­დე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი­ვით ჩა­ვიც­ვამ, შა­ლის წინ­დებს... მა­ნამ­დე გვა­ცა­დეთ, ცხოვ­რე­ბით დავ­ტ­კ­ბეთ.

ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე, ექი­მი თე­რა­პევ­ტი:

- წლე­ბია, ოჯა­ხის ექი­მად ვმუ­შა­ობ და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ბო­ლო წლებ­ში ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე მე­ტად, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გა­ცი­ვე­ბით მო­დი­ან და მა­თი უმე­ტე­სო­ბა 15-25 წლამ­დე გო­გო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი სტი­ლი ჰქონ­დეთ და მზად არი­ან, ამის გა­მო ძა­ლი­ან დი­დი მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღონ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრს ამის გა­მო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ერ­ყა... მქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­ცი­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ისევ ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გა­დი­ო­და ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში, ლექ­ცი­ა­ზე ან თუნ­დაც სამ­სა­ხურ­ში თხლად ჩაც­მუ­ლი მი­დი­ო­და. ამ კა­ტე­გო­რი­ას პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნის კან­დი­და­ტია... არა­ფერს ვამ­ბობ შარ­დ­სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე გან­კურ­ნე­ბა­დია. ვგუ­ლის­ხ­მობ ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­შია. მა­გა­ლი­თად, - მე­ნინ­გი­ტი, ენ­ცე­ფა­ლი­ტი... ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ვუხ­ს­ნი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში ნა­ბა­ნა­ვე­ბი არ უნ­და გა­ვი­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტა ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს ყუ­რი­სა და თვალ­ბუ­დის ან­თე­ბე­ბი. არა­და, ყუ­რი ტვინ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფექ­ცია კი, რო­მე­ლიც ყურ­ში ხვდე­ბა, დი­დი შან­სია, გავ­რ­ცელ­დეს ტვინ­ში. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბას, სურ­დო­სა და გრიპს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. ეს ამ სე­ზო­ნის ჩვე­უ­ლებ­რივ და­ა­ვა­დე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ თუნ­დაც, ყუ­რე­ბის ხში­რად და­გუ­ბე­ბა, შე­საძ­ლოა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო: ნუ გახ­ვალთ ახალ­და­ბა­ნი­ლი ქუ­ჩა­ში, ამინდს არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ნო­ტიო თმით გა­რეთ გას­ვ­ლა ბევრ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. ზამ­თარ­ში ქუ­ჩა­ში ატა­რეთ ქუ­დი და კაშ­ნე, რო­მე­ლიც თქვენს ყუ­რებ­სა და ყელს და­ი­ცავს. ეცა­დეთ, ცივ სე­ზონ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რებს, ყელს, ცხვირ­სა და სუნ­თ­ქ­ვას. გირ­ჩევთ, თუნ­დაც გრი­პის ან უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად მი­აქ­ცი­ოთ სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა ცხვირს, რომ არ გარ­თულ­დეს და სი­ნუ­სიტ­ში, ჰა­ი­მო­რიტ­ში ან ცხვი­რის წი­ა­ღე­ბის ან­თე­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს... იხილეთ სრულად