"მე რომ ბიჭის მამა ვიყო"... - გოგოს მამის ჩანაწერი - მშობლები

"მე რომ ბიჭის მამა ვიყო"... - გოგოს მამის ჩანაწერი

2017-06-17 10:29:53+04:00

"მე რომ ბიჭის მამა ვიყო"... მე რომ ბიჭის მამა ვიყო:

ჩვენ ერთად ვივლიდით რაგბზე და ფეხბურთზე;

ერთად ვითამაშებდით მანქანებით;

ერთად დავლევდით- მე ლუდს და ის წვენს;

ერთად მოვიგონებდით ათას სისულელეს;

ყველაფერს მივუყვებოდი, როგორც ყველაზე სანდო მეგობარს;

ერთად წავიკითხავდი წიგნებს მეომრებზე და მეკობრეებზე;

ერთად ვიოცნებებდით ოლიმპიურ ჩემპიონობაზე;

ერთად ვიზრუნებდით დედიკოს გახარებაზე;

ერთად გამოვცვლიდით გადამწვარ ნათურას;

ერთად დავშლიდით და გავაფუჭებდით რამე-რუმეებს.

ერთად დავგეგმავდით მომავალს

ერთად შევაკეთებდით გატეხილ სკამს, მომაწვდიდა ლურსმნებს და ჩაქუჩს

ერთად ვითევზავებდით

მე გოგო მამა ვარ:

ჩვენ ერთად დავდივართ რაგბზე და ფეხბურთზე;

ერთად ვთამაშობთ მანქანებით;

ერთად ვსვამთ - მე ლუდს და ის წვენს;

ერთად ვიგონებთ ათას სისულელეს;

ყველაფერს ვუყვები როგორც ყველაზე სანდო მეგობარს;

ერთად ვკითხულობთ წიგნებს მეომრებზე და მეკობრეებზე;

ერთად ვოცნებობთ ოლიმპიურ ჩემპიონობაზე;

ერთად ვზრუნავთ დედიკოს გახარებაზე;

ერთად ვცვლით გადამწვარ ნათურას;

ერთად ვშლით და ვაფუჭებთ რამე-რუმეებს.

ერთად ვგეგმავთ მომავალს

ერთად ვაკეთებდით გატეხილ სკამს, და მაწვდის ლურსმნებს და ჩაქუჩს

ერთად ვთევზაობთ

პ.ს. იდეა ჩემი არაა, ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა (გიორგი ლიპარიშვილმა) დაწერა, რომელიც ბიჭის მამაა. ასეა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შვილთან დამოკიდებულება, ხოლო სქესი, მხოლოდ ფაქტია.

წაიკითხეთ ასევე: 10 რამ, რასაც აღმოაჩენ, როცა მამა გახდები