10 რამ, რასაც აღმოაჩენ, როცა მამა გახდები - მშობლები

10 რამ, რასაც აღმოაჩენ, როცა მამა გახდები

2014-06-10 17:51:40+04:00

ძილი ახალი ეროტიკული ფანტაზიაა, კარგი მულტფილმის ნახვა კი 50-ჯერაც შეიძლება 1. ბინა სახიფათოა - ყველა საგანი, რომელიც შენი ქამრის დონეზე დაბლა დევს, ან განადგურდება, ან ბავშვის საზიანოდ იქნება გამოყენებული.ბავშვის „აღზრდასთან“ დაკავშირებით შენი საქმეების 90 პროცენტი იქნება მცდელობები, რომ ის ტრავმისგან იხსნა.

2. ძილი - ახალი ეროტიკული ფანტაზიაა. ზედიზედ რვა საათი ძილი უფრო მშვენიერია, ვიდრე აბაზანის მიღება ირინა შეიკთან. ყოველ შემთხვევაში, ძილის თავი და ძალა ჯერ კიდევ გაქვს.

3. საკმაოდ ცუდი ხასიათი გქონია - საკუთარ თავს ცნობ ბავშვის კაპრიზებში, მის სიჯიუტეში, მის მავნებლობაში. ეს ბავშვი პატარა სარკესავით არის და იმასაც გახსენებს, როგორი აუტანელი ბავშვი ყოფილხარ შენი მშობლებისთვის.

4. ქალიშვილისთვის იდეალად იქცევი - სწორედ შენ უყალიბებ მას მამაკაცების მიმართ გემოვნებას. ეცადე, იდეალის შესაბამისი იყო, თუ გინდა, რომ თავის დროზე ნორმალური სიძე შეგხვდეს.

5. ყველაფერი შენზე როდი ყოფილა დამოკიდებული - როცა ერთ დღესაც ბავშვთან თამაშისას შემთხვევით იატაკზე თავით დაერჭობა, ილოცებ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. მაშინაც კი, თუ ლოცვა არ იცი და არც არასდროს გჯეროდა რამის.

6. შენ „ცუდი“ პოლიციელი ხარ - ორი წლის ასაკისთვის ბავშვი ისწავლის შენი ცოლის მართვას. თუ არ გინდა, პატარა დიქტატორთან ცხოვრება, თავად მოგიწევს სიტუაციის მართვა, ბრძანების გაცემა და დასჯა, დღეში 50-ჯერ სიტყვა „არას“ თქმა. არც ისე სასიამოვნო როლია, მაგრამ ასე უნდა მოიქცე.

7. თავისუფალი დრო გაქვს - როცა მას სძინავს. ბავშვი ის ბოსია, რომელიც არ ცნობს შრომის კოდექსს. მისთვის არ არსებობს უქმეები.

8. პატარა არ ნიშნავს წყნარს - თუნდაც 6 კილოს იწონიდეს, თუ გაბრაზდა, ისეთს შემოსძახებს, ბევრ ტენორს გაუსწრებს.

9. კარგი მულტფილმის ნახვა 50-ჯერ შეიძლება. შენ კი, თავისუფლად შეგიძლია იყო ცხენი, დათვი, სკამი თუ მაგიდაც კი...

10. ბედნიერება მაინც არსებობს - ბავშვი არა მხოლოდ თავად განიცდის ყველა მოვლენას გულწრფელი ემოციებით, შენც გაიძულებს, ძალიან მძაფრად გაიცადო სიხარული, სინაზე, სიყვარული. როგორი ცინიკოსიც უნდა იყო, მისი ბევრი ქმედება თუ ფრაზა ცრემლებს მოგგვრის და სულაც არ არის ეს სამარცხვინო.