როგორ არ მინდოდა მამობა... – ეს ყველა მამამ უნდა წაიკითხოს - მშობლები

როგორ არ მინდოდა მამობა... – ეს ყველა მამამ უნდა წაიკითხოს

2014-08-07 18:29:26+04:00

ცნობილი ფოტოგრაფი ფილიპ ტოლედანო პირველად გახდა მამა, როცა უკვე 40 წლის იყო. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბავშვები ნამდვილად არ იყვნენ მისი ცხოვრების საოცნებო არსებები. არც ოდესმე დაუგეგმავს მამობა. პატიოსნად აღიარებს, რომ ძალიან გაუჭირდა იმ მომენტების აღქმა, როცა მასთან და მის ცოლთან ბავშვიანი მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე სტუმრად.

ამიტომაც, ფილიპს შერეული განცდები ჰქონდა, როცა ამ ქვეყანას მისი საკუთარი შვილი – ლულუ მოევლინა. მან გაიარა საკმაოდ რთული გზა, პატარა ადამიანის თითქმის "აუტანლობიდან" ყოვლის მომცველ სიყვარულამდე.

და გადაიღო ამის შესახებ ძალიან გულახდილი ფოტოპროექტი.

mshoblebi

როცა მეგობარი გოგო გყავს, ყველა გეკითხება: "როდის დაქორწინდებით?" აი, ვიქორწინეთ. ახლა ყველა გვეკითხება: "ბავშვს როდის იყოლიებთ?" გაჩნდა ბავშვი და ისევ გვეკითხებიან: "მეორეს როდის გეგმავთ?"

mshoblebi

სამშობიაროში ვიყავი და ვნახე, როგორ დაიბადა ლულუ. ძალიან უცნაური განცდა მქონდა: მამა გავხდი? სიყვარულის ზღვამ ამავსო ამის გაცნობიერებაზე? არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე მოხდა.

შეკითხვაზე: მომწონს თუ არა მამობა, გარშემო მყოფნი ერთადერთ პასუხს ელოდნენ. როცა მე ვპასუხობდი: "არა", უკმაყოფილოდ იჭმუხნებოდნენ.

mshoblebi

როცა ლულუ დაიბადა, ჩემი ცოლი კარლა გაქრა. ძალიან მენატრებოდა. მენატრებოდა ჩვენი ერთად ყოფნა. ჩვენი სიჩუმე და ჩვენი სივრცე.

mshoblebi

მე გამცვალეს აი, ამ უცხოპლანეტელში.

mshoblebi

ასევე გაუქმდა მშვიდი ძილი შემდეგი სამი წლით.

mshoblebi

ყველაფერი, რასაც ლულუ აკეთებდა, სრულიად გაუგებარი და გაუგონარი იყო. როგორც დოკუმენტურ ფილმებშია ხოლმე, ველურ ბუნებაზე.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა პირველად მოვისმინე ლულუს ცემინება. რაღაც ადამიანური მაინც ყოფილა მასში!

mshoblebi

ჩვენი ძაღლიც კი არავითარ ინტერესს არ იჩენდა მისადმი. იმ მომენტების გარდა, როცა ლულუ ჭამდა. ეს პროცესი ჩვენს ძაღლს პირდაპირ აჯადოვებდა...

მშიერია ან სველი? სცივა ან სცხელა? ლულუსთან ურთიერთობა არასტაბილურ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან ურთიერთობას ჰგავდა. დავარწევდი, წყნარად და ფრთხილად ვაწვენდი საწოლზე. მცირე არასწორი მოძრაობა და... ბუმ! ყვირილი. ყვირილი, რომელიც მაგიჟებდა.

mshoblebi

თეფშები გავაკეთე დაჭყანული ლულუს გამოსახულებით. და როცა ბავშვის ფოტოს ჩვენებას მთხოვდნენ ძმაკაცები, იმ თეფშებს ვაჩვენებდი. კარლას ეს არ მოსწონდა...

ბავშვის ყვირილზე უარესი ამ ყვირილის მოლოდინი იყო. განსაკუთრებით, როცა საწოლში ვიწექი, ღამის 2 საათზე.

mshoblebi

რატომ ყიდულობენ ბავშვებისთვის ამდენ აუტანლად ჭრელ სათამაშოს? როცა ის 5 თვისაა, ნუთუ ყველაფერი არ უნდა აინტერესებდეს? ჩვეულებრივი ჯოხი ან ჯამიც კი, მაგალითად და ესეც საკმარისი იქნებოდა. მშობლები კი მზად არიან, ნებისმიერი რამ იყიდონ, ოღონდ ბავშვმა უფრო ღრმად დაიძინოს და ნაკლები იყვიროს.

mshoblebi

...როცა ლულუ ოცის გახდება, მე სამოცის ვიქნები. ნეტავ მოხუცად ჩამთვლის? თუ დავმეგობრდებით?

mshoblebi

რა სამწუხაროა, რომ ჩემი მშობლები ლულუს დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ლულუს გაჩენამ მათი არყოფნა უფრო შესაგრძნობი გახადა. რამდენ რამეს ვკითხავდი დედას. ნეტავ ასეთი ვიყავი მეც პატარაობისას?

mshoblebi

ეს ცოტა მასევდიანებს, მაგრამ ჩვეულებრივი მამა ვხდები. დაგეგმილი მქონდა, არასდროს გადამეღო ბავშვებისთვის ფოტოები. მაგრამ ახლა როგორც კი მეგობრებს ვხვდები, ჩემს აიფონს ვიღებ და ვეუბნები: "ვიცი, არ გიყვართ ბავშვების ფოტოები, მაგრამ ლულუ სხვანაირია".

mshoblebi

უკან რომ ვიხედები, საოცარ მეტამორფოზებს ვხედავ, რაც ჩემს თავს მოხდა. გულგრილი დამკვირვებლიდან აქტიურ მონაწილედ ვიქეცი. ფოტოგრაფიდან – მამად.

mshoblebi

იუმორი ისაა, რაც ადამიანებს აერთიანებს. ეს ჩემთვის გასაგები ენაა. ერთხელ ლულუ ამ ენაზე ალაპარაკდა. მე ვაჯავრებდი და საპასუხოდ მანაც გამომაჯავრა. ვტიროდი სიხარულით. ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა.

mshoblebi

საოცარია. ამ ფოტოებზე იმდენი სიყვარულია, რამდენიც არასდროს ადრე არ ყოფილა. რა სამწუხაროა, რომ ჩემს მშობლებს არ მიეცათ შვილიშვილის გაცნობის შანსი. დედა, მამა, ძალიან მენატრებით. და ხშირად ვუყვები ლულუს თქვენზე. ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა მომეცით და იმედი მაქვს, რომ შევძლებ, იგივე მივცე ჩემს ქალიშვილს.

mshoblebi

მინდა პატიება ვთხოვო კარლას. ვიცი, იოლი არ იყო მისთვის ჩემი გულახდილობის გაგება.

მინდა ლულუს ვთხოვო პატიება. ერთხელ ხომ ნახავს ამ ფოტოებს და ამ სიტყვებსაც წაიკითხავს. მინდა, რომ იცოდეს: მიხარია, რომ ის მყავს.

ძალიან მიყვარხარ, ლულუ.