როგორ უნდა დაუმზადოთ ბავშვებს "ორეო" სახლში - შინაური რეცეპტი - მშობლები

როგორ უნდა დაუმზადოთ ბავშვებს "ორეო" სახლში - შინაური რეცეპტი

2017-04-30 15:27:11+04:00

"ორეო" ბავშვებში საოცრად პოპულარულია ნამცხვარი "ორეო" ბავშვებში საოცრად პოპულარულია. იმის გათვალისწინებით, რომ არცთუ იაფი ღირს და თანაც ხელოვნური დანამატებით მზადდება, კარგი იქნებოდა, მისი შინ დამზადება შეგვეძლოს. ამაზე გამოცდილმა კულინარებმაც იფიქრეს და "ორეოს" შინაური რეცეპტიც შეიმუშავეს. გთავაზობთ ამ ვარიანტს.

დაგჭირდებათ:

ფქვილი 150 გრ

კარაქი 115 გრამი

კაკაო 50 გრ

შაქარი 150 გრ

ვანილი

1 კვერცხი

გამაფხვიერებელი 5 გრ

შაქრის პუდრა 140 გრ

რძე 25 მლ

მომზადება:

1. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და კაკაო

2. 90 გრ კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად

3. დაამატეთ 1 კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით

4. შეურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები და კარაქიან-კვერცხიანი ნარევი ხის კოვზით

5. მოზილეთ ცომი

6. გაყავით 2 ნაწილად და შედგით მაცივარში 30 წუთით

7. 25 გრამი კარაქი აურიეთ შაქრის პუდრაში

8. დაამატეთ რძე და ვანილი. ათქვიფეთ მიქსერით

9. კრემი მოატავსეთ მაცივარში

10. გააბრტყელეთ ცომი საცხობ კალკის ქაღალდზე და ჭიქით ამოჭერით რგოლები

11. რგოლები კალკჯადაფენილ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ

12. აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი

13. თითოეულ წრეს კრემი წაუსვით და ზემოდან მეორე დააფარეთ

თქვენი ორეო მზადაა

წაიკითხეთ: როგორ დაამზადოთ "ნუთელა" შინ