დედამ ახალშობილს ერთი კვირის განმავლობაში არ გადაუჭრა ჭიპლარი - რა მოჰყვა ამას? - მშობლები

დედამ ახალშობილს ერთი კვირის განმავლობაში არ გადაუჭრა ჭიპლარი - რა მოჰყვა ამას?

2017-07-18 12:05:57+04:00

მის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ახალგაზრდა ავსტრალიელი კლარა რიბა გატაცებულია ე. წ. ლოტოსის მშობიარობით. როდესაც მეორე ბავშვის გაჩენის დრო დადგა, გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა მხოლოდ ამ მეთოდით ემშობიარა. მშობიარობის პროცესში არ უნდა ჩაერეულიყო არავინ. როგორი იყო შედეგი?

ლოტოსის მშობიარობა

ამ მეთოდით მშობიარობისას პალცენტას აქვს დიდი მნიშვნელობა. არ შეიძლება მისი გადაჭრა, რათა რაიმე ზიანი არ მიადგეს ბავშვს. ჭიპლარი აქვს ბავშვს მანამ, სანამ თვითონ არ გახმება და არ მოძვრება. ეს ხდება 5-7 დღის განმავლობაში. პატარა ლუკი, რომელიც ავსტრალიელმა კლარა რიბამ გააჩინა, დაბადების შემდეგ 5 დღე ტანზე პლაცენტით იყო მიმაგრებული.

mshoblebi

სიცხე

მანამ, სანამ ჭიპლარი დამაგრებული ჰქონდა ბავშვს ტანზე, დედამ უარი განაცხადა ყველანაირ სამედიცინო შემოწმებაზე. კლარა ქმრისა და უფროსი გოგონას გარემოცვაში იყო.

თუმცა მან ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოტოვა - მშობიარობამ ძლიერი სიცხის დროს მოუწია, რის გამოც პლაცენტას სპეციფიური სუნი აუვიდა. სუნი დღითი დღე ძლიერდებოდა. ოთახის განიავება აღარ შველოდა. როგორც იქნა, პლაცენტა მოსძვრა პატარას. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოიშორეს არასასიამოვნო სუნი, რომლითაც მთელი სახლი გაიჟღინთა...

ასევე იხილეთ: როდის ჯობს ჭიპლარის გადაჭრა - ახალი ფაქტები

ექიმების დიდი ნაწილი წინააღმდეგია ჭიპლარის სწრაფი გადაჭრის, თუმცა ბევრიც წინააღმდეგია კლარას მიერ არჩეული მეთოდის. დამტკიცებულია, რომ ახალშობილთან პლაცენტარული სისხლი ბრუნდება მშობიარობიდან 2-3 საათის მანძილზე. ლოტოსის მშობიარობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მართალია, ბოლო დროს ამერიკასა და ევროპაში ის სულ უფრო პოპულარული ხდება, ექიმები აფრთხილებენ დედებს, რომ მათ კარგად უნდა აწონ-დაწონონ რისკები, სანამ ამ მეთოდს აირჩევენ.

ამ თემაზე იხილეთ: რა დაავადებები იკურნება ჭიპლარის სისხლით და რა ღირს მისი შენახვა საქართველოში