რამდენად სწორად ვატარებთ ამ პროცედურას კბილების ხეხვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ პროცედურას ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის საკითხში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, მაგრამ რამდენად სწორად ვატარებთ ამ პროცედურას, ანუ რა შეცდომებს ვუშვებთ კბილების გამოხეხვის დროს.
წყლის გამოვლება
ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გამოხეხვის შემდეგ კბილის პასტა წყლის გამოვლებით უნდა გამოირეცხოს. სინამდვილეში კბილის პასტას დრო სჭირდება, რათა პირის ღრუში ნორმალური მიკროფლორა აღადგინოს. თუ გნებავთ, რომ კბილების ზედაპირს ფტორი შერჩეს, მხოლოდ გადმოაფურთხეთ პასტა, წყალს ნუ გამოივლებთ.
ჭამის შემდეგ გამოხეხვა
ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს, დილით ლოგინიდან ადგომისთანავე გამოიხეხოს კბილები. სინამდვილეში უფრო გამართლებულია ჯერ ისაუზმოთ, მოიცადოთ ნახევარი საათი და შემდეგ გამოიხეხოთ. საკვების შემდეგ ჯერ ტუტოვანი ბალანსი უნდა აღდგეს, სანამ ხეხვას დაიწყებთ.
ზედმეტად ძლიერი წმენდა
არც იფიქროთ, რომ რაც უფრო ძლიერად გამოიხეხავთ კბილებს, მით უკეთესია. ამით ემალს დაიზიანებთ.
მოკლე წმენდა
ორი წუთი კბილების გასახეხად საკმარისია. ამაზე ნაკლები სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ.
დაფასოებული წყალი
ბევრი მოიხმარს ე.წ. "ბოთლის წყალს", განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ფიქრობენ, რომ ასე უფრო სასარგებლოა. სინამდვილეში დაფასოებული წყალი არ შეიცავს ფტორს, რომლითაც ჩვეულებრივი სასმელი წყალი მდიდარია. ფტორი კი დამატებითი დაცვაა კბილებისთვის.
ხეხვა შხაპის დროს
ბევრს აქვს ჩვევა, შხაპის მიღებისას კბილებიც გამოიხეხოს. ეს არც ისე გამართლებულია. პროცედურა ჯობია სარკის წინ განახორციელოთ და ყურადღება მასზე გქონდეთ ორიენტირებული.