ნუთუ ეს ერთი და იგივე ბავშვია? ოპერაციამ და მშობლების სიყვარულმა თანდაყოლილი დაავადება დაამარცხა - მშობლები

ნუთუ ეს ერთი და იგივე ბავშვია? ოპერაციამ და მშობლების სიყვარულმა თანდაყოლილი დაავადება დაამარცხა

2017-08-19 01:46:38+04:00

"მამაცი ბიჭუნა" - ასე დაარქვეს ექიმებმა დაბადებისთანავე. სინამდვილეში მამაცები აღმოჩნდნენ მისი მშობლები "მამაცი ბიჭუნა" - ასე დაარქვეს ექიმებმა დაბადებისთანავე. სინამდვილეში მამაცები აღმოჩნდნენ მისი მშობლები: მათ უარი არ თქვეს ბიჭზე ჯერ კიდევ დაბადებამდე, როდესაც ექოსკოპიის ექიმმა პირველად შეატყობინა მოსალოდნელი გართულებების შესახებ. ამერიკელ კრისს და რაიანს უთხრეს, რომ მათი პატარა ჰიდროცეფალიით დაიბადებოდა. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც თავის ტვინში გროვდება დიდი რაოდენობით სითხე.

2008 წლის 9 სექტემბერს დაიბადა პატარა პარკერი. მისი თავი ორჯერ დიდი ზომის იყო - ნორმასთან შედარებით. არავინ ეუბნებოდა მშობლებს, გარჩებოდა თუ არა მათი ბიჭი.

mshoblebi

"ის დაიბადა თითქმის ტვინის გარეშე და ძალიან დიდი ზომის თავით. მალევე გავემგზავრეთ ბავშვთა საავადმყოფოში - ატლანტაში, სადაც პარკერს ჩაუტარდებოდა საჭირო მკურნალობა", - ამბობს რაიანი.

mshoblebi

ერთადერთი მკურნალობა ახალშობილთა ჰიდროცეპალიის დროს - ოპერაციულია. ექიმები იღებენ ზედმეტ სითხეს თავიდან, რითიც მცირდება ქალასშიდა წნევაც. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ასეთი ბავშვები უმნიშვნელო შეზღუდვებით, მაგრამ სრულფასოვნად აგრძელებენ ცხოვრებას. მათ ხშირად აღენიშნებათ მეტყველების დარღვევები.

პარკერის შემთხვევა უნიკალური აღმოჩნდა. ოპერაციიდან 1 თვეში ექიმებმა დაიწყეს ფიზიკური თერაპიის ჩატარება. მალე მან შეძლო დაჯდომა, თავის დაჭერა და სიარული.

mshoblebi

შეხედეთ ამ ოქრიოსთმიან ბიჭუნას სახალისო სათვალეებში, შეძლებთ ამოიცნოთ მასში ახალშობილი უზარმაზარი თავის ქალით?

პარკერს მშობლები სიყვარულით შესცქერიან და ხშირად იხსენებენ ექიმების სიტყვებს - "მამაცი ბიჭუნა".