ბავშვთან ერთად მისულ მშობლებს აუკრძალეს რესტორანში ერთ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლის დალევა - მშობლები

ბავშვთან ერთად მისულ მშობლებს აუკრძალეს რესტორანში ერთ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლის დალევა

2017-08-28 10:25:40+04:00

ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ნიუიორკის რესტორანმა „Peddlers“-მა ახალი წესი შემოიღო მათთვის, ვინც ბავშვთან ერთად სტუმრობს დაწესებულებას: მშობლებს უფლება აქვთ, მხოლოდ ერთი ბოკალი ღვინო ან სხვა ალკოჰოლური სასმელი მიითვან. რესტორნის ხელმძღვანელობა ამ ინიციატივის აუცილებლობას ხსნის უბედური შემთხვევების მომრავლებით, რაც დაკავშირებულია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან.

აშშ-ში მოქმედებს ნორმები, რომლის მიხედვითაც მძღოლისთვის დაშვებულია 0,5 პრომილის (დაახლოებით 1 ბოკალი ღვინის) რაოდენობის განსაზღვრა სისხლში.

”ვერ ვიცოცხლებდი, ჩემი მიზეზით რომ ვინმე დაშავებულიყო. მე ეს გზა მოვიფიქრე, თუნდაც ბავშვების გადასარჩენად“, - ამბობს რესტორნის მენეჯერი მელისა გრაველი.

მისი სიტყვებით, ახალი წესის შესახებ ინფორმაციას მშობლები რესტორანში შემოსვლისთანავე ეცნობიან. მათ შეუძლიათ მაშინვე დატოვონ დაწესებულება, თუ მათთვის არ არის მისაღები ახალი პირობები. აკრძალვას ბევრი მშობელი უჭერს მხარს: “ვიზიარებ ამ წესს მას შემდეგ, რაც გავხდი დედა. ეს არაჩვეულებრივი იდეაა. თუ მომინდა მეტის დალევა, ეს ხომ სახლშიც შეიძლება“, - წერს ერთ-ერთი ქალბატონი.

”ვერ ვხედავ პრობლემას: არ მოგწონს ახალი წესები? ნუ წახვალ იმ რესტორანში. ძალიან მარტივია. მადლობელი ვარ ამ ინიციატივის“, - წერს სხვა.

მოწინაააღმდეგები რესტორნის ინიციატივას სასაცილოს უწოდებენ: “თქვენ ვერ გაუძლებთ ბავშვებთან ერთად ვახშმობას მხოლოდ 1 ბოკალი სასმელით“, - ასე თვლის ამერიკელი მოლი კანტრელ-კრაიგი.

მიუხედავად მოწინააღმდეგებისა, რესტორანი მკაცრად აკონტროლებს თავის დადგენილ წესებს.