"წადით, თქვენს საქმეს მიხედეთ! მაგრამ რა საქმეს უნდა მიხედოთ, რაც არ გაქვთ!" თამარ ჭოხონელიძე მაია ასათიანის მიმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„აღარ უნდა დამთავრდეს სხვის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ ჩარევები?! მოასვენეთ ეს ადამიანი!!! დატოვეთ მის ტკივილთან მარტო!!! ვინ ხართ?! რა ხალხი ხართ?! დაავადდა ერი! ერთი ადამიანიც კი თუ გამოერია ისეთი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში - თან ასეთი ტრაგიკული ადამიანის ცხოვრებაში, საჯაროდ გაკიცხოს და „ასწავლოს" როგორ უნდა იცხოვროს, ავად ვართ, აბა, რა!!! წადით, თქვენს საქმეს მიხედეეეეეეეთ!!!! მაგრამ რა საქმეს უნდა მიხედოთ, რაც არ გაქვთ!!! სიძულვილს მაინც მოერიდეთ და გაჩუმდით!!!.. თორემ სიყვარულით რომ ვერ დაამარცხებთ თქვენს სენს ეს ფაქტია!!!"