ექიმი კომაროვსკი - რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით ტირილით? - მშობლები

ექიმი კომაროვსკი - რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით ტირილით?

2017-09-03 06:23:50+04:00

რატომაა, რომ ბავშვების ნაწილი დედასთან ერთად მშვიდად ზის და იღიმის, ნაწილი ბავშვებისა კი ცრემლებად იღვრება? რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით ტირილით? რატომაა, რომ ბავშვების ნაწილი დედასთან ერთად მშვიდად ზის და იღიმის, ნაწილი ბავშვებისა კი ცრემლებად იღვრება? რაც მთავარია - რა მოვიმოქმედოთ?

ექიმი კომაროვსკის რჩევები

ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი - დაუკმაყოფილებელი ფიზიკური მოთხოვნილებებია. ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიოლოგიური ფუნქციებია: კვება, ძილი, სითხის მიღება, შარდვა და დეფეკაცია. განვიხილოთ თითოეული.

საკვები

ტირილი, როგორც შიმშილის გამოხატულება - ძალიან ხშირია. ჯანმრთელი ბავშვისთვის ჭამის სურვილი წარმოადგენს ტირილის ერთადერთ მიზეზს.

დიაგნოსტიკის საფუძვლი: რამდენი დრო გავიდა წინა კვებიდან, კარგად ჭამა თუ არა, აქვს თუ არა მადა (განისაზღვრება წოვის ინტენსივობით). მთავარია კონტაქტი საკვებთან (დედის ძუძუ, დამატებითი საკვები) - ბავშვი მომენტალურად მშვიდდება. ძირითადი "დიაგნოსტიკური" პრობლემები დაკავშირებულია ამჟამად პოპულარულ მეთოდიკასთან "მოთხოვნილების მიხედვით" კვებასთან. ხშირად მშობლები ვერ იგებენ რას ითხოვს ბავშვი: ხელში აყვანა სურს თუ შია? შედეგად ინსტიქტური ტირილი განიხილება როგორც შიმშილის გრძნობა. შედეგად გამოდის გამუდმებული დღე-ღამური კვება.

სითხე

სითხის გამოყენება დედის რძისა და დამატებითი ნარევის მიცემის გარდა სულაც არ არის აუცილებელი. პედიატრების აზრით "-არ არის სასურველი". ამავე დროს, აღზრდის სპეციფიკურ პირობებს ან კლიმატურ ფაქტორებს ხშირად მივყავართ სითხის დაკარგვისკენ. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება გადახურება, ამინდი, ტანსაცმელი, გამათბობელი, მშრალი ჰაერი, ოფლიანობა.

"მკურნალობის" მეთოდი მდგომარეობს არა იმაში, რომ მივცეთ ბავშვს წყალი, არამედ იმაში, რომ მოვახდინოთ ბავშვის ცხოვრების წესის ნორმალიზება.

ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სითხით შევსება აუცილებელია.

შარდვა

მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აღენიშნებათ ბიჭებს საშარდე არხის ანთების შემთხვევაში. გამოვლინდება უეცარი ყვირილით (ტკივილის გამო) და გადაივლის მოშარდვისთანავე. არ გამოგეპაროთ ეს სიმპტომი. ასეთი უეცარი ტირილის დროს მოაშარდინეთ, თუ ამის შემდეგ ბავშვი მომენტალურად დამშვიდდა, მიმართეთ ექიმს კონკრეტული მითითებებისთვის.

ბიჭუნას სასქესო ჰიგიენისა და მოვლის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში

დეფეკაცია

ნაწლავის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით ტირილი - საკმაოდ გავრცელეული ჩივილია. დიაგნოსტიკა - იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ბავშვს 8-10 საათის მანძილზე არ ჰქონია დეფეკაცია. ამასთან დაკავშირებით ბავშვს აღენიშნება მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ტირილის დროს ფეხები მიაქვს მუცელთან, ჭირვეულობს. ბავშვი მშვიდდება დეფეკაციის შემდეგ.

ძილი

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირი მიზეზი ბავშვის ჭირვეულობისა არის ის, რომ მას არ ეძინება. ე.ი. მშობლებმა ის ნაადრევად დააწვინეს. ამ დროს საუკეთესო მკურნალობაა მისცეთ პატარას საშუალება იყოს თავისუფლად. მშვიდ ძილს ხელს უშლის პირველადი მიზეზები: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შიმშილი, წყურვილი, დისკომფორტი. ამავე დროს შეიძლება შიდა ფაქტორები-ხმაური, სიცხე და შუქი.