სოციალურ ქსელში მომხმარებლები ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის ჩანაწერს. ერთმა თინეიჯერი გოგონას დედამ გადაწყვიტა "ყველაფრისთვის წერტილი დაესვა", აღწერა საკუთარი დამოკიდებულება ქალიშვილის ქცევასა და დამოუკიდელად ცხოვრებაზე. ჩვენ, მშობლები, ბუნებრივია, ვზრუნავთ საკუთარ შვილებზე, ვეხმარებით სირთულეების დაძლევაში. ვუყურებთ მათ და ვფიქრობთ, რომ არ გვინდა ახალ რეალობას გავუსწოროთ თვალი. ბევრი მშობელი ადრიდანვე იწყებს შვილის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას და მაშინაც კი "ყველაფერს თავის სახელს არქმევს", როცა მოზარდს რთული პერიოდი აქვს. არ ვიცით, რომელ ბანაკს შევუერთდეთ. თუ ფიქრობთ, რომ მეორე ტიპის მშობლები მართლები არიან, მაშინ წაიკითხეთ წერილი, რომელიც დედამ ქალიშვილს მისწერა.
1. 3 წლის შემდეგ შემიძლია სახლიდან გაგაგდო.
საშინელი მოსასმენია, არა? მაგრამ, ამის მიუხედვად, როდესაც 18 წლის გახდები, 2 ვარიანტი გექნება: ჩააბარებ უმაღლეს სასწავლებელში და მხარს დაგიჭერ, როგორც შემეძლება, სწავლის დასრულებამდე ან სამსახურის პოვნამდე. თუ უნივერსიტეტს თავს დაანებებ და სამსახურს იშოვნი, საკუთარ საჭიროებებს თავადვე უზრუნველყოფ. სრულწლოვანი, უსწავლელი გოგონას რჩენა არ მინდა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არასწორია. ამიტომ, 3 წელი გაქვს, რომ არჩევანი გააკეთო.
დიახ, ისიც მოვიფიქრეთ, რა ბედი ელის შენს ოთახს. იქ ჩვენი საძინებელი იქნება.
2. შენ ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე მე
15 წლის ასაკში იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე ჩემი თავი ყველაზე კარგ ოცნებაში წარმომედგინა. ეს თუ ვინმეს არ ესმის, მისი პრობლემაა.
3. მე შენთვის მაგალითი არ ვარ.
შენ ნელ-ნელა იცვლები, გიყალიბდება პირადი სივრცე და, რა თქმა უნდა, არ უნდა გიყვარდეს ის, ვინც მე მიყვარს. სრული უფლება გაქვს, არ დაეთანხმო ჩემს ფასეულობებს. თუმცა, ერთი ნიუანსია: მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა გადაწტყვეტილებაზე, შენც თავად უნდა გადაწყვიტო.
4. თავისუფალი ხარ, არაფერს ველი შენგან.
შენ შეგიძლია იმუშაო დამლაგებლად, სტილისტად, დიასახლისად, ბიზნეს-ანალიტიკოსად, ოფის-მენეჯერად. არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, შენს არჩევანზე გავლენა მოვახდინო. მაგრამ, არ დაგავიწყდეს პირველი აბზაცის თავიდან წაკითხვა.
5. არ ხარ ვალში ჩემს წინაშე.
არ ველოდები შენგან ჭიქა წყალს ან სიბერის უზრუნველყოფას. რაც გინდა, ის აირჩიე პრიორიტეტად და გააკეთე. ეს შენი ცხოვრებაა.
6. სახლი გაქვს.
რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, მე შენს გვერდით ვარ. დაგეხმარები, თანაგიგრძნობ, თუ ეს დაგჭირდება, მაგრამ არა ჩემი ინიციატივით.
7. მე საკუთარი ცხოვრება მაქვს.
არ ვარ ვალდებული ყველაფერი გავწირო შენს გამო. ეს, რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.
8. შენ შენი ცხოვრება გაქვს.
ვისზე დაქორწინდები, გააჩენ თუ არა შვილებს, გახდები თუ არა ლესბოსელი, ამას თავად წყვეტ. ჩემმა შეხედულებებმა შენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც საჭიროდ ჩათვლი. ამის გამო მე არ დამკარგავ და არც პერსონა ნონ-გრატად გამოგაცხადებ.
9. არავის უნდა შენთვის ზიანის მოტანა.
ეს მარტივი არ არის, მაგრამ სიმრთლეა. ყოველთვის იფიქრე შენს თავზე. ნებისმიერი ადამიანი ისე იქცევა, როგორც თავად თვლის სწორად. შეგნებულად არავინ გაყენებს ზიანს. უბრალოდ, სამყაროს თქვენეული აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა.
10. სამყარო უსამართლოა.
არავის აქვს წარმატება გარანტირებული. შენ არ აკონტროლებ ამ სამყაროს. შეიძლება ყველაფერს აკეთებდე, მაგრამ არაფერი გამოგივიდეს ან პირიქით. ერთადერთი, რაზეც უნდა იფიქრო, პატიოსნებაა. ნუ ავნებ საკუთარ თავს.
11. შენი "კარგი" თითქმის ყოველთვის აღნიშნავს "ცუდს".
შეიძლება ვინმეს ადგილას მოხვდე ინსტიტუტში ან შეხვდე ადამიანს, რომელიც სხვას ეკუთვნოდა ან კიდევ დაჯდე სხვის სკამზე. ამაზე არ უნდა ინერვიულო. შენი "ცუდი" ზოგჯერ ვინმეს "კარგს" ნიშნავს და პირიქით.
12. 100 %- ით შეგიძლია მხოლოდ საკუთარ თავს ენდო.
მეც კი არ შემიძლია გავიგო ზუსტად, რა ხდება შენს თავს. არასდროს მომიყვები ყველაფერს დაწვრილებით. ვიცი, იმიტომ, რომ
მეც მყავს დედა. შენ ყველაზე კარგად იცი, რა გინდა და რა შეგიძლია.
13. არ გაექცე პასუხისმგებლობას.
18 წლიდან საკუთარ ცხოვრებას თავადვე განაგებ. გააჩინე შვილები, თუ მათ აღზრდას მარტო შეძლებ. დაიწყე ახალი პროექტი, თუ მას კოლეგებისგან დამოუკიდებლად გააკეთებ. წადი ემიგრაციაში, თუ უცხო ქვეყანაში მარტო ყოფნის არ შეგეშინდება. თუ შენზე ახლობლები იზრუნებენ, უკეთ იქნები, მაგრამ ისინი ვალდებულნი არ არიან.
14. თითოეულ მოქმედებას აქვს შედეგი.
ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, მაგრამ თუ მაქსიმალურად შეძლებ შედეგის წარმოდგენას, მაშინ შენი ქცევა ბევრად გონივრული იქნება.
15. მე არ მომისმინო.
ჩამოვწერე 14 პუნქტი, რაც, ჩემი აზრით, შენს ცხოვრებას უკეთესს გახდის. მაგრამ, შენ მე არ ხარ. იცხოვრე, როგორც გინდა. მე იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ჩემი ქალიშვილი იყო. გაქვს პირადი ცხოვრება და იცხოვრე, როგორც გინდა. მაგრამ, მერე არ ინანო. არც ტელეფონი გამორთო. შენზე ვდარდობ.