კარის გახურვას ვერ ვასწრებ, იწყება ზარები: "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?", "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?" "რატომ ტირის?" - დედა, რომელსაც არავინ ეხმარება
კარის გახურვას ვერ ვასწრებ,  იწყება ზარები: "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?", "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?"  "რატომ ტირის?"  - დედა, რომელსაც არავინ ეხმარება
დიასახლისობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, როდესაც სახლის საქმესა და ბავშვების მოვლას მარტო, დამხმარის გარეშე უძღვები. ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი მკითხველისგან წერილი, რომელსაც ანონიმურად ვაქვეყნებთ.

"დიასახლისობა, რომ დაუფასებელი პროფესიაა ალბათ ჩვენზე - დიასახლისებზე კარგად ეს არავინ იცის.

დარეცხე, დაალაგე, საჭმელი გააკეთე, ბავშვებს აჭამე, ჩააცვი, სკოლა, ბაღი და კიდევ ათასი რამ... ყოველ დღე ერთი და იგივე...

ხშირად არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს დრო დავუთმო, წავიდე მეგობრებთან ან თუნდაც მაღაზიებში გავიარო.

სახლიდან თუ გავედი, კარის გახურვას ვერ ვასწრებ, 
იწყება ზარები ტელეფონზე: "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?" "რატომ არ ჭამს?" "სამეცადინოდ არ ჯდება", "რატომ ტირის?" "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?"

ჩემი ბავშვობის მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს, ყოველ ზამთარს ჩამოდის და ტრადიციულად, გოგოები ვიკრიბებით ერთად. იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე წელია ბავშვებს ვერსად ვტოვებ, ჩემთან მოსვლას ვთავაზობ ხოლმე. წელს თვითონ დამასწრეს და ერთ-ერთი კაფე შეარჩიეს. არ მინდოდა შეკრების გამოტოვება, ბავშვებიც ვერსად დავტოვე, ამიტომ იძულებული გავხდი, თან წამეყვანა, იმდენი ხანი ვგეგმავდი ამ დღეს... რომელ ქალს არ უნდა, რომ ლამაზად იყოს და გაპრანჭული.

ჩავაცვი ერთს, მეორეს ვაჭამე, ამ დროს პირველი ისევ გამოსაცვლელი გახდა... წასვლის სურვილი ხომ აღარ
მქონდა, სიმწრისგან ვტიროდი. ნახევრად წასმული მაკიაჟით და უცებ გადაცმული კაბით რომ წახვალ შეხვედრაზე, რომელსაც მთელი გულით ელოდები, ამ დროს კი მეუღლე რომელიღაც მატჩს მშვიდად უყურებს (ფეხბურთში ვერ ვერკვევი).

მთელი დღე ხომ მომეშხამა, ერთი საათით ძლივს გავჩერდი, რადგან ბავშვებმა ყველაფერი დაიმხეს. გოგოებიც შეწუხდნენ, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, ისედაც ვერ ვიყავი კომფორტულად...

მართლა მაინტერესებს, როგორ ახერხებენ საკუთარი თავისთვის დედები დროის გამონახვას?! თუ ჩემშია პრობლემა?! უკვე აღარ მჯერა, რომ არსებობენ მშობლები, რომლებიც თანაბრად ინაწილებენ ბავშვების მოვლა-გაზრდის საკითხს, დავიჯერო, მარტო მე ვარ ამ დღეში?! ჯერ კიდევ მოგვყვება საბჭოთა სტერეოტიპი - "ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის, ქალი ხომ არ ხარ?!" შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მამამ არ შეიძლება შვილს გამოუცვალოს "პამპერსი", აჭამოს, დაბანოს ან იზრუნოს მის ყოველდღიურ საჭიროებებზე, მგონი ცხოვრების წესად იქცა.

ორი ბიჭი მყავს, ჯერ პატარები არიან, მაგრამ ორივეს აუცილებლად ვასწავლი, რომ შვილების მოვლა მშობლების თანაბარი მოვალეობაა"!






6531
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
"მე–ს"-ს
0
გეთანხმები, შენნაირი ბოღმები და ბოროტები ნამდვილად არ ყოფილან. ნეტა შენი რძალი და შვილიშვილები მანახა. როგორ მაინტერესებს. წარმომიდგენია ღვარძლს და ბოღმას აფრქვევ სახლში!!! შაქარი მაინც არ გაქვს დაიყარე ენაზე და ხელზე!!
11:09 / 04-03-2020
ნანუკა
0
ორი ბავშვი ისე გავზარდე ერთი შეხედვით საწუწუნო არაფერი მქონდა, მყავდა ძიძა, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა იყო: ძალიან ძნელია თან თანხას უხდიდე საკმაოდ კარგად და თან მაინც უმეტესი საქმე შენი გასაკეთებილი იყოს. ძიძა ბავშვებს ცუდად არ ექცეოდა, იმ მხრივ რომ თბილი ბუნების იყო და ბავშვებს ძალიან უყვარდა, მაგრამ მე როცა სახლში არ ვიყავი სულ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჰყავდა, ორ ბავშვს ვერ ართმევდა თავს, მხოლოდ ერთ ბავშვ ვუტოვებდი, ამიტომ როცა გარეთ გავდიოდი ბავშვი და ძიძაც თან მიმყავდა, როცა სახლში ვიყავი, ბავშვი სულ ჩემთან იყო, ბუნებრივ კვებაზე მყავდა და მე ვაჭმევდი, მე ვაძინებდი და ა.შ. ბოლოს მივხვდი, რომ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ძალიან გამიჭრდა, 5 წუთი არ მქონდა ჩემი თავისთვის დრო, მეგობრებს საერთოდ ვერ ვნახულობდი, სადმე წასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ჩემში იყო მთავარი პრობლემა-ვერ მივანდე შვილები ბოლომდე ძიძას, მთავარი ტვირთი ისევ მე ვზიდე. ამ დროს ჩემი ნაცნობები, რომლებსაც ასევე ჰყავდათ შვილები ხან სად ისვენებდნენ და ხან სად მეგობრებთან ერთად. მთელი დღე და ზოგჯერ ღამეც ძიძებთან ტოვებდნენ. ერთ რამეს მივხვდი-რამდენი მომხმარეც არ უნდა გყავდეს თუ შვილებთან ემოციური ბმა ძლიერია, თავს ვერ გაანებებ, ყველაზე იდიალურია ოჯახის წევრი გეხმარებოდეს, დედამთილი, ქმარი, დედა და ა.შ. რაც ჩემს შემთხვევაში ვერ მოხერხდა რადგან ყველა ძალიან დაკავბეული იყო
17:41 / 27-02-2020

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი