"არ ვიყავი მზად მისი ცარიელი ოთახის სანახავად" - როგორ გაუმკლავდნენ მშობლები მოზრდილი შვილთან გამომშვიდობებას
"არ ვიყავი მზად მისი ცარიელი ოთახის სანახავად"  - როგორ გაუმკლავდნენ მშობლები მოზრდილი შვილთან გამომშვიდობებას
1 / 2
Next
ერთი თვის წინ მისი უფროსი გოგონა სასწავლებლად გაემგზავრა სხვა ქალაქში. ორი კვირა ძალიან გაუჭირდა. ეს ქალი ამერიკელი იყო, მაგრამ შვილის სახლიდან წასვლა ხომ ქართველი დედისთვისაც ტრაგედიაა. ამ ქალბატონს სურს თავისი ემოციები სხვა მშობლებს გაუზიაროს.

აი, რას წერს ამერიკელი კავიტა ვარმა-უატი:
"ჩემი შეგრძნებები ისეთივეა, როგორც მშობიარობის პირველ დღეებში - როდესაც დაიბადა ჩემი გოგონა. მაშინ დავურეკე ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თვით ადრე გააჩინა და ვკითხე: "რატომ არ მომიყვა იმ ტრავმების შესახებ,
რომლის გადატანაც მომიწევდა? მან მიპასუხა: "იმიტომ, რომ შენ მაინც არ დამიჯერებდიო".

1. გამგზავრება არც ისე ემოციურად ჩაივლის
ბევრი საქმე გექნებათ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენს გოგონას 2 ფრენა მოუწია, რაც ზუსტ ლოჯისტიკას მოითხოვდა. როდესაც ყველაფერს ჩაალაგებთ და გასამგზავრებლად გაემზადებით, ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ მასთან ჩახუტება და ამ სიტყვების წარმოთქმა: "ნახვამდის, ძვირფასო!"

2. სახლში დაბრუნება მწარეა
არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულს მისი ცარიელი საძინებელი მენახა. პირველ დილას შევედი მის ოთახში და გავალაგე: გამოვცვალე ლოგინის თეთრეული, გადასაფარებელი, გადავარჩიე ძველი ტანსაცმელი, მტვერსასრუტით დავალაგე ოთახი. კარადაში აღმოვაჩინე გამოსამშვიდობებელი "საჩუქარი"- ჭუჭყიანი ტანსაცმელის სახით. 1 თვის წინ რომ მენახა ჭუჭყიანი ტანსაცმელი კარადაში- ძალიან გავბრაზდებოდი. ახლა კი ვიფიქრე:" ჩემო სიხარულო, ნეტავ
ჩემს გვერდით იყო და არ დავიღლები შენი მოვლით".
ცრემლიანმა გამოვხურე ოთახის კარები.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
1863
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?