გამოცემა Smart Parenting ერთი საოცრად კრეატიული დედის აღმოჩენის შესახებ გვიამბობს შეინარჩუნო სიმშვიდე და იქონიო მოთმინება ჯიუტი და მავნე ბავშვის (განსაკუთრებით მოზარდის) აღზრდისას - ძალიან რთულია.
გამოცემა Smart Parenting ერთი საოცრად კრეატიული დედის აღმოჩენის შესახებ გვიამბობს. კონკრეტულად კი მეთოდის, რომელიც გასწავლით, როგორ არ უყვიროთ ბავშვს ყველაზე რთულ მომენტშიც კი.
შონა ჰარვის ჰყავს სკოლამდელი ასაკის ვაჟი, რომელსაც დედა ხუმრობით "განსაცდელს" უწოდებს. სოციალურ ქსელში შონამ დაწერა:
"ყოველდღიურად საშინელ სტრესს განვიცდიდი, რადგან უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ჩემი 4 წლის ვაჟი ასეთი გაუგონარი. გამუდმებით ვტიროდი ამის გამო".
რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ ჯიუტი ბავშვი გყავთ
მან ეს პრობლემა ბლოგერი დედიკოს, კელი ჰოლმსის რჩევით გადაწყვიტა. კელი ამბობს, რომ მშობლების უმეტესობას ცუდი ჩვევა აქვს - ბავშვის ცუდი საქციელი ყვირილითა და ჩხუბით ჩაახშოს. არადა, ყველა ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, მშვიდად და სიყვარულით მოეპყროს ბავშვს ყველა შემთხვევაში.
მსგავსი შემთხვევებისთვის კელის ერთი უცნაური, თუმცა ძალიან ეფექტური მეთოდი შეიმუშავა - "თმის 5 რეზინის მეთოდი". როცა დილით ბავშვი იღვიძებს, გაიკეთეთ მაჯაზე (იმ ხელის, რომელსაც ხშირად იყენებთ) 5 ცალი თმის რეზინი. განაგრძეთ კითხვა