"პირველ ხანებში ძალიან ვიღლებოდი. ერთხელ ერთ-ერთი ტყუპი ბაგაში დამრჩა. არ ვიცი, რა დღე და რა რიცხვია... მაგრამ..." ავსტრალიელმა ელიზა კარბიმ ერთ წელში სამი შვილი გააჩინა.
2016 წლის იანვარში ელიზამ გააჩინა პირველი შვილი - ჩარლი. მშობიარობიდან 6 თვეში ისევ დაფეხმძიმდა და იმავე წლის დეკემბერში გააჩინა ტყუპი ბიჭები. ელიზას სიტყვებით, მას ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მრავალშვილიანი დედა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვისაც ეს წელი რთული იყო, ელიზა ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის პოპულარული ბლოგერია და 13 000 გამომწერი ჰყავს.
"ზოგჯერ მგონია, რომ 3 ტყუპი მყავს. პირველ ხანებში ძალიან ვიღლებოდი. ერთხელ ერთ-ერთი ტყუპი ბაგაში დამრჩა. არ ვიცი, რა დღე და რა რიცხვია, რომელ ტყუპს ვაჭამე და რომელს არა. ზოგჯერ საკუთარი სახელიც მავიწყდება, მაგრამ მე მაინც თქვენთან ერთად ვარ", - ასე აღწერს ელიზა თავის მდგომარეობას. ბიჭებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. "უმეტეს შემთხვევაში ისე ერთობიან ერთმანეთით, რომ აღარც მიხდება მათი გართობა", - წერს ელიზა.
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მუცლის ფოტო, რომლითაც ძალიან ამაყობს.
"მე არ მრცხვენია ჩემი იარების. ვამაყობ იმით, რომ ჩემმა სხეულმა ეს შეძლო. ბევრი ქალი თვლის, რომ უნდა დამალოს სხეულის გარკვეული ნაწილები. მე კარაგად ვგრძნობ თავს ჩემს ტყავში, რადგან ვთვლი, რომ სილამაზეს ბევრნაირი ფორმა გააჩნია. თქვენც უნდა იამაყოთ საკუთარი სხეულით. ეს მე ვარ, მე მიყვარს ჩემი სხეული", - ასეთი ტექსტი დაურთო 27 წლის ელიზამ თავისი მუცლის შავ-თეთრ ფოტოს, რომელიც სტრიებითა და იარებით არის დაფარული.