დედის სიმკაცრე და ლმობიერება ბავშვის ჯანმრთელობაზე მოქმედებს - გამაოგნებელი მტკიცებულებები
Prev
2 / 2

3. სიყვარულის მოლეკულა. აღმოჩნდა, რომ დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ქიმიური ფორმულა არსებობს. დედასთან მიჯაჭვულობას ჰორმონი ოქსიტოცინი განაპირობებს. ადამიანს ოქსიტოცინი გამოუმუშავდება ჩახუტების დროს. აი, რატომ სჭირდება პატარას მოსიყვარულე დედის შეხება, სითბო და მზრუნველობა.

4. მეცნიერება ღიმილით. ჰიუსტონის სამედიცინო კოლეჯში თავის ტვინის ტომოგრაფიის დროს ქალს უჩვენებდნენ თავისი შვილის ფოტოებს სახის სხვადასხვა გამომეტყველებით. სკანირებამ აჩვენა, რომ როდესაც დედას აჩვენებდნენ გაღიმებული შვილის ფოტოს, აქტიურდებოდა ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბედნიერებაზე. ბავშვის ღიმილი ხომ საუკეთესო საჩუქარია დედისთვის.

5. თავისუფალი
სუნთქვა.
გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ოჯახებში, სადაც დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ემოციური კავშირია, შეიმჩნევა ნაკლები რესპირატორული დაავადება - ბავშვები გაცილებით ჯანმრთელები იზრდებიან. საქმე ისაა, რომ ემოციური მდგომარეობა იწვევს ნერვულ სპაზმებს, ხოლო რთული დამოკიდებულება დედასა და შვილს შორის უმრავლეს შემთხვევაში ხდება მიზეზი რესპირატორული დაავადების განვითარებისა.

6. შეხების ძალა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღენაკლული ახალშობილები, რომელთაც დედები გვერდიდან არ შორდებოდნენ, ეფერებოდნენ და ზრუნავდნენ მათზე, წონაში მალე იმატებდნენ. მზრუნველი დედის ხელის შეხება ასტიმულირებს ბავშვის ტვინის მუშაობას.

7. სიყვარულის სურნელი. ერთ-ერთ კვლევაში 10 წუთის განმავლობაში თვალდახუჭულმა დედებმა 90%-ში შეძლეს საკუთარი შვილის ამოცნობა, 1 საათის შემდეგ კი დედების 100%-მა წარმატებით გაართვა დავალებას თავი. საიდუმლო მარტივია: ფერომონი - სიყვარულის განსაკუთრებული სურნელია, რაც მშობლების იდენტიფიკაციის ნიშანია.

8. სიყვარულის სიმაღლე. ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ემოციური გამოცდილება და შთაბეჭდილება, რომელსაც ბავშვი იღებს დედასთან ურთიერთობის დროს. სწორედ დედის ქცევის ზეგავლენით ხდება ბავშვის განვითარება.

9. ბუნებრივი ურთიერთობა. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე მჭიდრო კავშირი დედასა და შვილს შორის მხოლოდ ორსულობის დროსაა. თუმცა, ტაფტის სამედიცინო ინივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის უჯრედები შეიძლება აღმოჩნდეს დედის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგაც. ორსული ქალის ორგანიზმი და ნაყოფი ცვლიან უჯრედებს პლაცენტის მეშვეობით, რომელიც რჩება დედის ორგანიზმში მშობიარობიდან რამდენიმე წელი.

10. სიყვარულის რეცეპტი. რამდენი სამეცნიერო შრომაც არ უნდა დაიწეროს დედისა და შვილის სიყვარულზე, ამ ღრმა გრძნობის ამოცნობა მხოლოდ დედას შეუძლია. თუმცა, დედები და მეცნიერები ჯერდებიან იმ მოსაზრებაზე, რომ რაც უფრო მოსიყვარულე და მზრუნველია დედა, მით ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზრდება ბავშვი.

ძუძუთი კვება საშუალებას აძლევს დედას დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ბავშვთან. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დედამ უნდა ისწავლოს, თუ როგორ აჭამოს სწორად ბავშვს ბოთლიდან: მჭიდროდ მიიკარით ბავშვი, ხშირად უყურეთ თვალებში, უთხარით საალერსო სიტყვები და მოეფერეთ.
Prev
2 / 2
23882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
tato
0
შვილად აყავთ ბავშვები რომლებიც საკუთარმა მშობლებმა ისედაც მიატოვეს, ამიტომ ვერანაირად გაიგებენ რა არის დედის სითბო
09:24 / 18-04-2018
?
1
თუ ამდენი იციან დედის სიყვარულზე რატომაა ნებადართული ერთსქესიანებისთვის ქორწინება და პლუს ბავშვის აყვანა .ბავშვს უფლებას ართმევენ გაიგოს რაა დედის სითბო!
21:47 / 13-10-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```