"არ იყო ეს დაგეგმილი ორსულობა..." საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ხუთი თვის ფეხმძიმეა. მესამე ორსულობის შესახემ ქალბატონმა მაკამ ბოლო დროს რამდენიმე გადაცემაში ისაუბრა - "იმედის დღეში" და "რა დროს ძილია"...
მაკა ჩიჩუას თქმით, ბავშვს თითქმის ზუსტად იმ დროს ელოდება, როცა მისი პატარა თემო დაიბადა - 3 წლის წინ. "თებრვლის დასაწყისში ველოდები თემოს ძმას", - ამბობს ქალბატონი მაკა.
"უკვე ხუთი თვის ორსული ვარ. უკვე მრავალშვილიანი დედა გამოვდივარ, თან, ბებიაც ვარ… სულ ვშაყირობ, პირდაპირ შვილიშვილებს ვაჩენ-მეთქი, რადგან უკვე ძალიან დიდი ვარ... ვიტყვი დიდი სიხარულით, რადგან მომწონს და მახარებს ჩემი ასაკი, 46 წლის ვარ. იმდენად გვიან გავიგე ეს ორსულობა… ის არ იყო დაგეგმილი და არც ტოქსიკოზი მქონია, არც მჟავე კიტრი მინდოდა… მეგონა, რომ შებერილობა სხვა რამის ბრალი იყო. მინიმალური დისკომფორტი მქონდა, ცუდ საჭმელს რომ შეჭამ… რომ მივედი ექიმთან და დახედეს, სქესი გითხრათო? ჩემთვისაც შოკი იყო… თემოზე ბევრად უფრო გაფაციცებული ვიყავი. ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ დავარქვა. თემოს გარშემო ტრიალებს მთელი ჩვენი ოჯახი, საახლობლო, თემო არის ეპიცენტრი. ახლა მას უნდა შეეძინოს ძმა, მაგრამ ახლა მასზეა მთელი ყურადღება…"