ბევრს მიაჩნია, რომ ეს წესები უნდა ამობეჭდოს და ბავშვს ოთახში გაუკრას... მისი ქალიშვილი საბავშვო ბაღში წავიდა და ძალიან სჭირდებოდა მხარდაჭერა. ამერიკელმა ტონი ჰამერმა, შეადგინა 13 წესისგან შედგენილი სია, რომელიც მისი აზრით, დაეხმარება და საკუთარ თავის რწმენას გაუძლიერებს მის გოგონას. ამ პუნქტების უმრავლესობა მისი შვილისთვის ცოტა მოგვიანებით გახდება აქტუალური, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უკვე შეაფასეს დედის ინიციატივა.
• ნუ დამალავ შენს აზრს. თქვი ხმამაღლა შენი სათქმელი. ისე ხმამაღლა, რომ მოგისმინონ.
• ნუ იტყვი "დიახ"-ს მხოლოდ ზრდილობისთვის. თქვი "არა" - ეს შენი ცხოვრებაა.
• ნუ ეცდები თავის გამართლებას, რატომ არ უნდა წახვიდე პაემანზე იმ ბიჭთან ერთად, რომელიც არ მოგწონს.
• არ ხარ ვალდებული ვინმეს რაიმე აუხსნა. უბრალო "არა, გმადლობთ" საკმარისი იქნება.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
• ნუ გრცხვენია უცხო ადამიანებთან ერთად ვახშმობის. თუ გშია - ჭამე, რაც მოგინდება. მაგალითად: პიცა და არა სალათი, რომელსაც ყველა მიითმევს.
• ნუ ატარებ გრძელ თმას იმის გამო, რომ სხვას ასიამოვნო.
• ნუ ჩაიცვამ კაბას, თუ ეს არ გინდა.
• ნუ დარჩები სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ არ გყავს არავინ, ვისთან ერთადაც გაისეირნებ. წადი მარტო, იყავი თავდაჯერებული.
• ნუ შეიკავებ ცრემლებს. ცრემლი არ ნიშნავს სისუსტეს, შენ ადამიანი ხარ.
• ნუ გაიღიმებ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნო.
• ნუ გეშინია შენს ხუმრობაზე სიცილის.
• ნუ მოიბოდიშებ იმისთვის, როგორიც ხარ. იყავი ლამაზი და თამამი.
• არ მოიხადო ბოდიში, თუ ვიღაც შემთხვევით დაგეჯახა.
• არ თქვა "მაპატიე, რომ ტკივილი მოგაყენე". შენ ადამიანი ხარ საკუთარი ფიქრებითა და გრძნობებით, რომლებიც ყოველთვის იმსახურებენ პატივისცემას.
თავისი სია ტონი ჰამერმა გამოაქვეყნა ფეისბუქ-გვერდზე და პოსტი მალევე "დავირუსდა". ბევრი გოგონა დაეთანხმა ტონის კომენტარებში.
"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, პატარაობისას დედას რომ ეთქვა ჩემთვის ასეთი სიტყვები. ბევრი ბრძოლა მომიწია ჩემს თავთან, რათა მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ", - დაწერა ერთ-ერთმა გოგონამ კომენტარებში.
"ამ სიაში ბევრი რამ არის ისეთი, რისი შეხსენებაც მჭირდება მე თვითონ. მინდა ამოვბეჭდო და გავუკრა კედელზე ჩემს გოგონას", - დააკომენტარა ერთ-ერთმა დედამ.