გენეტიკოსების დასკვნა: ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში!
გენეტიკოსების დასკვნა: ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში!
ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - წერს ჟურნალი "Etapa Infanti". ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის.

ეს კავშირი გენის დონეზეა!

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ. რადგან მშობლებიც ხომ თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან.
mshoblebi
ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი როგორც ფიზიკურად, ასევე ნიშან-თვისებებითაც
ჰგავს ბებია-პაპას ან სხვა წინაპრებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვთ ბებია-პაპას ბავშვის "ემოციური ინტელექტის განვითარებაში".
mshoblebi
სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის (გოგონას შვილის) განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის
წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება ზერელედ მოექცე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან თქვენ არა მარტო საკუთარ თავს აყენებთ ზიანს, არამედ თქვენს მომავალ თაობებსაც.
220891
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (27)
ხათუნა...
3
,,სიტყვის კონა,,იცით რა მინდა გითხრათ რომ ქართულს ენასაც და ლიტერატურასაც საკმაოდ მაღალ დონეზე ვფლობ ,მაგრამ ჩემი შვილი ბებიას და ბაბუას იძახის,რატომ და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს წარმომავლიბას ,ასე გავიზარდე მეც ასე გაიზარდნენ ჩემი მშობლებიც და მათი მშობლებიც,ჩვენი დიდი წინაპრები იმერეთიდან იყვნენ,,პაპა ბაბო და ბებია ბაბუა მინდა გითხრათ ყველა მათგანი სწორია...
14:02 / 17-10-2019
სიტყვის კონა
23
პაპა - მამის მამა (სულხან საბა ორბელიანი, სიტყვის კონა). რა ბაბუა, რის ბაბუა, ქართული არ უცით ხალხნო!!
23:38 / 02-12-2018
8
იმერეთში ბაბუის მამას ეძახიან პაპას
23:05 / 02-12-2018
კატო
2
ვაიმეე, გიგა, ლა საკალელი ხააარრ. კარგი "ტბილისურად" დავწერ- გაუნატლებელ ტბილისელებს ჰგონიათ, რომ ტბილისურად პაპა არის ბაბუა გაიგეეე???!!! .... ასე სწორია ???!!!!!
21:36 / 02-12-2018
1
ოოოო ქალბატონო მაიკო როგორ გაუბრაზებიხარ ვიღაცას, დასავლეთშიც და აღმოსავლეთში ქართველები არიან, ხოლო რაც შეეხება ბაბუა პაპას ეს კუთხურია და მეტი არაფერი.
20:09 / 02-12-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი