რას ყვებიან ქალები, რომლებმაც ეს გზა გამოიარეს ორსული ქალების უმრავლესობა ოცნებობს იდეალურ მშობიარობაზე, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი სულ სხვა სცენარით მიმდინარეობს.
მანამ, სანამ გააკრიტიკებთ მათ, ვინც გადაწყვიტა საკეისრო კვეთის გაკეთება, წაიკითხეთ ეს ტექსტი. შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები.
1. შეწყვიტეთ საკეისრო კვეთაზე ლაპარაკი, როგორც უმნიშვნელო რამეზე
”სანამ საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდებოდი, საკეისრო კვეთის მიმართ სხვა დამოკიდებულება მქონდა: "თუ საჭირო იქნება, საკეისროს გავიკეთებ", - ვამბობდი ყოველთვის, თითქოს მორიგი ფეხსაცმელის ყიდვას ვაპირებდი. ახლა რომ მქონდეს დროის მანქანა და 2010 წელში დამაბრუნოს (ჩემი პირველი ორსულობა), ხმამაღლა დავიყვირებდი: "გოგონა არა, ეს ასე არ არის!".
ეს არ არის მარტივი ოპერაცია, ეს არის პროცესი, როდესაც შენი საშვილოსნოდან უნდა ამოიყვანონ ბავშვი! საოპერაციოდან გამომიყვანეს მუცლის ღრუში ჩატოვებული კათეტერით, ფეხებზე შემოხვეული ელასტიური ბინტით (რათა თავიდან აიცილონ სისხლის შედედება). ამიკრძალეს მშრალი საკვების ჭამა, ვერ მივდიოდი დამოუკიდებლად საპირფარეშოში. თითქოს არ იყო საკმარისი ამდენი რამ, რომ მეორე დღიდან დამეწყო თავის ტკივილები სპინალური ანესთეზიისგან. ამ ყველაფერთან ერთად გამახსენდა, რომ გავხდი დედა.
2. აღდგენას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გგნონიათ
მას შემდეგ, რაც ჭრილობა შემიხორცდა, 4-6 თვემდე მაინც გახურებული მქონდა ნაოპერაციები. ოდნავ შეხებაზეც ვგრძნობდი, თითქოს მილიონობით პატარა მუშტი მირტყამდა ჭრილობაზე. შემდეგ 1 წელი დაბუჟებული მქონდა ნაწიბურის ადგილი. მეორე ბავშვი ფიზიოლოგიურად გავაჩინე. მშობიარობიდან 2 საათში საავადმყოფოს ჰოლში დავდიოდი და ფუნთუშას მივირთმევდი.
იხილეთ ვიდეო: როგორ ამოჰყავთ ბავშვი საკეისრო კვეთის დროს
3. თქვენი შინაგანი ორგანოები ადგილს შეიცვლის
იცით, რას აკეთებენ ექიმები, რათა საშვილოსნომდე ჩავიდნენ? ისინი მიწევენ აქეთ-იქით შინაგან ორგანოებს, ხოლო შემდეგ აბრუნებენ თავის ადგილზე - რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმდენად, რამდენადაც მქონდა ექსტრემალური საკეისრო კვეთა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შესრულდა ეს პროცედურა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ფორუმზე წავიკითხე ქალების ჩივილები, რომ მათი ორგანოები "უცნაურად გრძნობენ თავს”. ოპერაციის დროს ქირურგი უმეტეს შემთხვევაში გვერდზე წევს შარდის ბუშტს და ნაწლავებს, რათა ჩავიდეს საშვილოსნოსთან. ნუ შეგრცხვებათ ამ ყველაფრის მოყოლა მათთვის, ვისაც საკეისრო კვეთა მსუბუქი გასეირნება ჰგონია.
4. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩაითვალოს "ბუნებრივ მშობიარობად"
არ არსებობს კარგი და ცუდი მეთოდი ბავშვის დაბადებისა. იმის მაგივრად, რომ შეაფასო მეთოდი, ეცადეთ უბრალოდ დაარქვათ: ვაგინალური, არამედიკამენტოზური, საკეისრო კვეთა. ან უბრალოდ გაჩუმდით.
5. არ იფიქროთ, რომ ქალი გაბრაზებულია საკეისრო კვეთის გამო
ადამიანები თანაუგრძნობენ ქალებს, რომლებმაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ამის გამო დეპრესია აქვთ. ზოგიერთი თავს გმირად თვლის, რადგან გააკეთეს არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის საფასურად.
6. საკეისრო კვეთა შეიძლება იყოს ჯადოსნური გამოცდილება
ცნობილია ფაქტი, რომ ზოგიერთი ქალი, მედიტირებს ან განიცდის ორგაზმს ბუნებრივი მშობიარობის დროს. საკეისრო კვეთის დროსაც შეიძლება, რომ უარი არ უთხრათ საკუთარ თავს სიამოვნებაზე: მაგალითად, სთხოვეთ ჩაგირთონ თქვენი საყვარელი მუსიკა.
7. საკეისროს შემდეგ შეგიძლიათ ფიზიოლოგიურად მშობიარობა
დამიჯერეთ, მე ეს გავაკეთე. ბევრი ექიმი კიდევ უარს ამბობს საკეისროს შემდეგ ფიზიოლოგიურად მშობიარეობაზე. არსებობს გამოკვლევები, როდესაც საშვილოსნოს გახეთქვა (მთავარი უკუჩვენება) პრაქტიკაში გვხვდება 100-დან 1 შემთხვევაში.
ყველაფერი ინდივიდუალურია: გასათვალისწინებელია, თუ როგორი ნაკერი გაქვთ საშვილოსნოზე და ავადმყოფობის ისტორია.
თუ გეგმავთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, მოძებნეთ ისეთი ექიმი და ბებიაქალი, რომელსაც ენდობით. მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდება და საჭირო გახდება საკეისრო კვეთა, - ნუ იღელვებთ. თქვენ ხომ შვილი გეყოლებათ - თქვენ ეს დაიმსახურეთ! ყველაფერი ყოველთვის რთულად არ ხდება, ხანდახან სულაც პირიქით არის - ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ გაცილებით ურთულდება ზოგს ფორმაში ჩადგომა და "გონს მოსვლა", ვიდრე საკეისრო კვეთის შემდეგ. აქ საუბარია მეტ ალბათობაზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სულაც სხვანაირად შეიძლება იყოს. და დასკვნა ერთია: თუ ეს ექიმის დანიშნულებით არ ხდება, თქვენი ნებით საკეისრო კვეთა არ დაგეგმოთ!