ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა... ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა. სამსახური, უაზრო ჭორები, სხვების საუბრები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები... რადგან ადრე საკუთარ თავზე ვიყავი შეყვარებული, ახლა კი შენზე ამომდის მზე.
შენ მასწავლე, გავუფრთხილდე სიცოცხლეს. ადრე პარაშუტით ხტომაზე ვოცნებობდი, წითელ შუქზე გადავდიოდი, ღრმა წყალში ვცურავდი და გვიან ღამით ვსეირნობდი. ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ნაადრევად სიკვდილი - დაუშვებელი ფუფუნებაა. რადგან ამქვეყნად არის ის, ვის გამოც პასუხს ვაგებ გულითა და თავით.
შენ - ჩემი ღუზა ხარ ამ ცხოვრებაში!
შენ გაზიარება მასწავლე. წვნიანის ბოლო კოვზი, ნახევარი ნამცხვარი, ახალი ტელეფონი თუ მაისური. ახლა აზრი არ აქვს, დაყო იარლიყები - "შენი-ჩემი", რადგან შენ ცხოვრების საკუთარი აღქმა გაქვს. და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, გავიზიარო შენთან ერთად. განაგრძეთ კითხვა