ყველაზე კითხვადი
"პირველ ბავშვზე შეცდომა მომივიდა, ვაღიარებ, სწორედ 3 წლამდე ვურთავდი ხშირად კომპიუტერს..." - ერთი ქართველი დედის მიმართვა
"პირველ ბავშვზე შეცდომა მომივიდა, ვაღიარებ, სწორედ 3 წლამდე ვურთავდი ხშირად კომპიუტერს..." - ერთი ქართველი დედის მიმართვა
1 / 2
Next
იმაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკასა და ფიზიკურ განვითარებაზე გაჯეტებსა და კომპიუტერზე დამოკიდებულებას, არაერთხელ დაგვიწერია. პრობლემა კვლავ აქტუალურია და არაერთი მშობელი ჩივის, რომ ვერ აცილებს ბავშვს კომპიუტერს, პლანშეტს თუ აიფონს და ეს სერიოზულ დაბრკოლებად ექცა. ბევრ მშობელს იმის აღიარებაც უჭირს, რომ ამ პრობლემის თავი და თავი თვითონ არის. ჯერ კიდევ მცირე ასაკში ბავშვის გასაჩუმებლად თუ რაღაცეებზე დასაყოლიებლად, თუნდაც ჭამაზე, ხშირად ვაჩეჩებთ ხელში მობილურ ტელეფონს თუ ვურთავთ კომპიუტერს.

ამჯერად ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა ბევრისთვის ცნობილმა, აქტიურმა დედიკომ მაია
შერვაშიძემ, რომელსაც საკუთარი გვერდი აქვს - "მოდი ვითამაშოთ" - და მშობლებს ბევრ სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს, თუ როგორ გაართონ პატარები გაჯეტების გარეშე, როგორ გაატარონ მათთან ერთად დრო შინაარსიანად და მხიარულად.
ახლა კი მაიას პოსტი-მიმართვა:
mshoblebi
"სამწუხაროა, რომ დღეს ამ თემაზე ამდენი ახსნაა საჭირო... ამას არც დიდი განათლება, არც ფილოსოფოსობა არ სჭირდება. ბუნებრივი, დედობრივი ინტუიციაც უნდა გვკარნახობდეს, სხვა თუ არაფერი, რომ კომპიუტერი, პლანშეტი თუ ტელეფონი მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ვიცი, ძალიან ძნელია თავის დაღწევა, როცა უკვე ჩვევად იქცა ოჯახში, მაგრამ არ არის შეუძლებელი.
მე პირველ ბავშვზე შეცდომა მომივიდა, ვაღიარებ, სწორედ 3 წლამდე ვურთავდი ხშირად კომპიუტერს. ძალიან ვნანობ და
მრცხვენია. თუმცა მალევე მივხვდი, მივიღე ინფორმაცია, რჩევა, დავინტერესდი, ჩავეძიე ამ თემას და შევცვალე დამოკიდებულება, ავკრძალე და მხოლოდ გარკვეული დოზით დავტოვე. დღემდე ვიბრძვი, არ ვნებდები. ბავშვს ყოველთვის უნდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ მშობელმა უნდა იყოჩაღოს და არ დანებდეს. უდიდესი ძალისხმევა მჭირდება, რომ გავარიდო ტვ-ს, კომპს და ტელეფონს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანად არაფერი მიმაჩნია. ქუდს და კაშნეს რომ ვუკეთებთ და ვუფრთხილდებით არ გაგვიცივდნენ, ამ დროს კი საათობით პლანშეტთან ურთიერთობის უფლებას ვაძლევთ, რა ჰქვია ამ ჩვენს საქციელს? დაფიქრდით, დაყარეთ და მიატოვეთ ყველა საოჯახო საქმე, გაიყვანეთ ბავშვები გარეთ, ეთამაშეთ, წაუკითხეთ, ატარეთ სპორტსა თუ წრეებზე, ნუ ვიმარტივებთ საქმეს, ვიფიქროთ ბავშვის ჯანმრთელობაზე!
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
15384
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (6)
21:53 / 26-11-2017
ნინო
რა გჭირთ ადამიანებო, წაიკითხეთ,თუ მისაღებია მიიღეთ თუ გასათვალისწინებელია გაითვალისწინეთ, არ არის საჭირო ამდენი ამბის ატეხა, თუ თქვენ უკეთ შეგიძლიათ თქვენც შეეცადეთ თქვენი გამოცდილება სხვებს გაუზიაროთ. არ დაიღალეთ ამდენი წუწუნით და უკმაყოფილებით, თქვენს მოსაწონს ხომ ვერაფერს გააკეთებს კაცი, თუმცა თქვენ ხომ სრულუოფილები ხართ, რატომღა კითხულობთ სხვის სტატიებს, უფრო საინტერესო საქმე აკეთეთ რაც თქვენ გიხარიათ, ვინმემ დაგაძალათ რამე??
13:49 / 25-11-2017
ირ..
ვიქენდი შაბათ-კვირაა :) აქტუალურია კიი,მეც ასე მაქსიმალურად ვცდილობ არ უყურის ბავშვმა და მეტ ნაკლებად გამომდის,მთავარი მონდომებაა
01:02 / 25-11-2017
ნინა
მაგაზე რომ სდომებოდა მაგაზე დაწერდა,დაწერს კიდეც ;) ღობე-ყორეს მოვლა არ დასჭირდებოდა დამერწმუნეთ. სამწუხაროა რომ მაგაზე მეტი დასკვნა ვერ გამოიტანეთ.
14:50 / 24-11-2017
*******
"როცა მარტო არ ცხოვრობ, ძნელია, ბავშვის გარდა მთელი ოჯახიც რომ აღსაზრდელი და სახვეწარია და ყველა გებრძვის" -აი, ამას მიუძღვნა მთელი პოსტი და არა შვილებს და მათზ ზრუბნვას...მოურა ღობე-ყორეს
08:49 / 24-11-2017
.....!
მაგაზე მნიშვნელოვანი დასაკომენტარებელი ვერაფერი ამოიკითხეთ?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15.12.2017
"ადამიანს უნდა გქონდეს ამის ძალა და დრო, მთლიანად ბავშვისთვის გადადო თავი. დრო არ უნდა გენანებოდეს!"
15.12.2017
"უსაშველოდ მწყდება გული იმაზე, რომ გიო ვერ ხედავს, როგორი დაჩიკო გვყავს..."
01.12.2017
"ახლახან უნიტაზიდან მთელი ჩემი მაცივრის მაგნიტების კოლექცია ამოვიღე დიდი წვალებით..."
28.11.2017
"თავს მართლა ახალგაზრდად ვგრძნობ და დავრბივართ მე და ჩემი მეუღლე კეტებით ამ პატარასთან ერთად..." - როგორია საქართველოში გვიანი დედობა
17.11.2017
”70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბოლოს ბევრი რამ აწუხებდა, სკლეროზის ნიშნნებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ ჩემზე ზრუნავდა...”
15.11.2017
ამქვეყნად რომ არ გაჩენილიყავი, სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა...
15.11.2017
ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31