"ახლახან უნიტაზიდან მთელი ჩემი მაცივრის მაგნიტების კოლექცია ამოვიღე დიდი წვალებით..." თიკო ჟორჟოლიანი 2 წლის კატალინას დედაა. მისმა გულახდილმა პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი დედა დაეთანხმა, რომ თავადაც აქვს სწორედ ასეთი რეალობა მას მერე, რაც დედა გახდა:
"უკვე ორი წელია სიზმარი არ დამსიზმრებია... იმიტომ, რომ არ მძინავს...
ორი წელია, ჩემს აიფონს ხან ფაფა უსვია, ხან "გრეჩიხები" აქვს მიმხმარი... ახლახან უნიტაზიდან მთელი ჩემი მაცივრის მაგნიტების კოლექცია ამოვიღე დიდი წვალებით... ყოველდღე დაკარგული ტანსაცმელი ეზოდან ამოგვაქვს და თუ ფეხსაცმელები თავის ადგილას არ დამხვდა, აუცილებლად მაცივარში დევს, კარგად ჩაციებული...
ალბათ ხვდებით ამ ყველაფრის უცელქეს ავტორს... სამაგიეროდ ღამე ფრთები აქვს და დღე - სხივები, ნამდვილი მზის სხივები, და რაც მთავარია, სახელი - ახალი მთვარის, ნამდვილად "ციდან მოსული".
კატალინა, 2 წლის".