სამწუხაროდ, ხშირად ამბობენ დედები უარს უკვე გაჩენილ შვილებზე - ყველაზე გავრცელებული შემთხვევები სამშობიარო განყოფილების უფროსმა თავის შვილს უამბო, თუ რამდენად მძიმეა მისი სამსახური. ფიზიკურად მშობიარობის მიღება უფრო იოლია, ვიდრე ფსიქოლოგიურად - მშობიარის მიერ ბავშვზე უარის. ასეთი ისტორიები კი სამწუხაროდ, ხშირია.
"დღეს ქალმა უარი თქვა ტყუპებზე. 36 წლისაა. ერთი შვილი უკვე ჰყავს. მე ვეუბნები: "კი მაგრამ, როგორ უნდა თქვათ უარი ტყუპებზე?"
"იცით რა? - მპასუხობს ის, - ვერაფრის მიცემას ვერ შევძლებ მათთვის. ასე კი ვინმე იშვილებს და მოუვლის, ეყვარებათ, როგორც საკუთარი შვილები".
"იცით, რომ ერთდროულად ორივე ბავშვს არ აიყვანენ? 99%-ში წყვილს მხოლოდ ერთი ბავშვი აჰყავს. ამჟამინდელი კანონით ტყუპების დაშორება არ შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვადასხვა სქესის ბავშვები არიან. როცა გაიზრდებიან, შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდეს ინცესტი".
ქალმა რამდენიმე დღე ითხოვა მოსაფიქრებლად და ბოლოს მაინც უარი თქვა. მას იმედი ჰქონდა, რომ ბავშვების მამა ცოლად მოიყვანდა, მაგრამ როდესაც მამამ გაიგო ტყუპის შესახებ, თქვა, რომ მისი შვილები არ იყვნენ, რადგან გენეტიკურად არავის ტყუპი არ ჰყოლია. ამით დამთავრდა ეს ისტორია".
დედას ემოციები დაუგროვდა და განაგრძო:
"ახლახან თვრამეტი წლის გოგომ უარი თქვა თავის ბიჭზე. ხან ასე ვუთხარი, ხან ისე... მიყურებს და მეუბნება:
- იცით, რომ მამაჩემი ამა და ამ ოლქის უფროსია? დედა კი ამა და ამ დაწესებულებაში მუშაობს. ისინი პატივსაცემი ადამიანები არიან. ხომ გესმით, არ შემიძლია.
- მშობლებმა იციან, უარს რომ ამბობ ბავშვზე?
- დედამ იცის, მამამ არა.
- ე.ი. გეშინია მამის და საზოგადოების რეაქციის? ამისთვის მზად ხარ, საკუთარი შვილი მიატოვო? მითხარი, რატომ არ გაიკეთე აბორტი?
- სულელი კი არ ვარ. ეს ხომ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის? აბორტის შემდეგ ხომ შეიძლება ბავშვები საერთოდ აღარ მყავდეს?
კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვები: 25 წლის გოგო მშობიარობდა ოლიგოფრენიის დიაგნოზით. მშობლები ჯანმრთელები ჰყავდა. გოგონა სწავლობდა სპეციალიზებულ სკოლაში, რადგან განვითარებით 10 წლის ბავშვის დონეზე იყო. წესიერად ლაპარაკიც არ იცოდა. იმავე სასწავლებელში გაიცნო გონებრივად ჩამორჩენილი უფროსი ბიჭი.
ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ გოგონას ასეთი დიაგნოზით ბავშვი ვერ ეყოლებოდა. ამიტომ ისინიც მშვიდად იყვნენ.
აღმოჩნდა, რომ გოგონა დაორსულდა და ბავშვიც 90%-ით ოლიგოფრენიის დიაგნოზით იქნებოდა დაავადებული.
ახლად გამომცხვარმა ბებია-ბაბუამ დაწერეს ბავშვის უარყოფის წერილი ახსნა-განმარტებით: "სად წავიყვანოთ ბავშვი, როცა დედამისმა მისი ხელში დაჭერაც არ იცის. ყველაფერი ჩვენ დაგვაწვება კისერზე. ისედაც მთელი ცხოვრება ჩვენს შვილს ვუვლით".
ავადმყოფი გოგონა მივიდა პალატის კართან და ტირილი დაიწყო. მოვიდა ახალგაზრდა მამაც. ისინი ბავშვთან შეშვებას ითხოვდნენ. შეუშვეს განყოფილებაში. ახალგაზრდა მშობლებმა აჭამეს ბავშვს, მოეფერნენ და ხელიდან არ უშვებდნენ. ისინი იყვნენ ნაკლებად განვითარებულები, მაგრამ გრძნობით სავსენი.