ირინა ონაშვილი: „რეალურად ჩევნი შვილებისთვის, ყველაზე მაგარი ექიმები ჩვენ ვართ“ - მშობლები

ირინა ონაშვილი: „რეალურად ჩევნი შვილებისთვის, ყველაზე მაგარი ექიმები ჩვენ ვართ“

2017-12-22 11:17:30+04:00

„ გაწამებული ვარ ვირუსებით და გრიპებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაც ვირუსი შემოდის, პირველად ჩემს შვილებს ხვდებათ...“ ცივ სეზონს თავისთავად ვირუსებისა და გრიპების შემოტევა მოჰყვება. რისკის ქვეშ მყოფები კი უპირველესად ბავშვები და მოხუცები არიან. ავადობაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ კეტეგორიის ადამიანებშია.. სანამ საქმე გართულდება და ექიმამდე მივა, მანამდე ყველა დედას ავადმყოფობასთან ბრძოლის თავისი ხერხი აქვს, ხან ამართლებს დედის დანიშნულება, ხან - არა, ესეც ალბათ მდგომარეობის სირთულეზეა დამოკიდებული.

ირინა ონაშვილი ორი შვილის დედაა და როგორც ყველა, ისიც, რასაკვირველია, ცდილობს ყველაფერი გაააკეთოს შვილების ჯანმრთელობისთვის. საბას და დათის დედიკოს, სწორედ გრიპებსა და მათთან ბრძლის საკითხებზე ვესაუბრეთ.

- გაწამებული ვარ ვირუსებით და გრიპებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაც კი რამე ვირუსი შემოდის, პირველად ჩემს შვილებს ხვდებათ. შარშან ძალიან ცუდი ზამთარი მქონდა ამ მხრივ. თუმცა, ვირუსებთან ბრძოლის განსაკუთრებულ ხერხები არ მაქვს, მივმართავ ხოლმე პედიატრს, რომელიც მაძლევს რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცის, სოციალური ქსელის, ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა საშუალება, ჩვენით მოვიძიოთ ინფორმაცია გრიპზე, გაციებაზე თუ სხვა პრობელმაზე და ეს ძალიან გვეხმარება. მსუბუქ ხველას, სურდოს და ზოგადად გაიციების მარტივ ფორმებს თავად ვუმკლავდები, ვიცი, რა დროს რა წამალი უნდა მივცე და რა უხდება ჩემს შვილს, საერთოდაც მგონია, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მაგარი ექიმები ვართ ჩვენ. მაგრამ თუ შევატყვე, რომ ჩემი მკურნალობით ვერ გავდივარ შედეგზე, არ აქვს უკეთესობა, მერე ვრთავ პროფესიონალს და რომ მიმყავს ექიმთან, ვეუბნები, რომ ეს, ეს, ეს, უკვე გავუკეთე და დავალევინე. წამლებთან მიმართებაში მაქვს პრიორიტებები, რომლის მიხედვითაც ვარჩევ რომელი მედიკამენტი უნდა მიიღონ ჩემი ოჯახის წევრებმა და ბავშვებმა.

mshoblebi

- ეს პრიორიტეტები რას გულისხმობს?

- უპირველესად მწარმოებელ ფირმას და ქვეყანას. ბოლო ერთი წელი ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობდი და ხარისხის საკითხში კარგად ჩავიხედე, გავერკვიე, რატომ უნდა აირჩიო უკეთესი ხარისხი, აქედან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომელი ბრენდი აწარმოებს წამალს და რომელი ქვეყანა, შემადგენლობა კი რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს სიმპტომებს.

- ხალხურ მეთოდებს თუ იყენებთ, თუნდაც გაციების შემთხვევაში?

- არა, არა, ნაკლებად. იმდენად განვითარდა ტექნოლგიები და ზოგადად ყველაფერი, რატომ უნდა დავიხვიო თითზე ბამბა და რატომ უნდა ამოვუსვა ბავშვს ნავთი ყელში, ვერ ვხვდები. პატივს ვცემ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც არ გავაკეთებ არასდროს. თუმცა, მაგალითად, სახის მოვლასთან დაკავშირებით, ხილ-ბოსტნეულის სახეზე დალაგების წინააღმდეგი არ ვარ, ერთგვარი ვიტამინია, მაგრამ მაშინ როცა ამას ჩვენი ბებიები ან მათი წინა თაობა აკეთებდა, იმ ხილსაც და ბოსტნეულსაც სხვა ძალა ჰქონდა, ახლა ეს ნაყიდი „გაპრანჭული" ხილი თუ დავილაგეთ სახეზე, რა შედეგს მივიღებთ, ვერ გეტყვით.

- ორგანიზმის ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად, თუ იყენებთ თუნდაც რაიმე იმუნიტეტის ასამაღლებელს, ვიტამინების კომპლექსს, ან თუ გაქვთ თქვენეული მეთოდი?

- ძირითადად ვცდილობ, ჯანმრთელი საკვებით გავაძლიერო ჩემი შვილების ორგანიზმი. პედიატრიც ამბობს, რომ თაფლი იმუნიტეტისთვის ძალიან კარგია და სულ ვცდილობ თაფლი და სხვა სასარგებლო პროდუქტები მივცე და ამით მოვამზადო ორგანიზმი, რომ დაიცვას თავი ვირუსებისგან. მართალია, შენ როგორც მშობელი ცდილობ, მისცე ყველაფერი ჯანსაღი, მაგრამ ის რადმენად მიირთმევს, ეგ უკვე ცალკე თემაა. ყოველ შემთხვევაში, მაინც ვცდილობ, ბავშვმა თევზი, ყველი, თაფლი, რძის პროდუქტები და ორგანიზმისთვის მნიშნვენლოვანი ინგრედიენტები მიიღოს. ხან ჭამს, ხან - არა, არაა მარტივი მჭამელი, მაგრამ მაინც გამოგვდის რაღაც ამ „ბრძოლაში“. ვცდილობ, არ ვაჭამო არასასარგებლო და „ფასტფუდის“ საჭმელი, გაზიანი სასმელი. შეიძლება, წელიწადში ორჯერ დავუშვათ პრეცედენტი, რომ ფასტფუდით გამოვკვებო. ისედაც რას ვსუნთქვათ და ამას კიდევ ფასტფუდის დამატება არ სჭირდება. ჩვენი ეკოლოგია ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია, ძალიან მაღელვებს ეს საკითხი და ძალიან ცუდია, რომ პრევენციისთვის ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. იმედი მაქვს, ახლო მომავალში რაიმე ზომებს მიიღებენ.. ეს ჩემთვის ამ ეტაპზე უმთავრესი პრობლემაა, რაც ჩვენი შვილების და ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

- რაც შეეხება გრიპის აცრებს, რა მიდგომა გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

- ბევრგან ვიკითხე და სულ ვინტერესდები ამ თემით, მაგრამ ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა ეს აცრები და თითქოს ვერ ვრისკავ. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო სპინალურ გაუტკივარებაზე, თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, ეშინოდათ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველა იკეთებს და არანაირი უკუშედეგი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემს გარშემო არავის ჰქონია უკუჩვენება. ალბათ დრო რომ გავა, გრიპზე აცრის თემაც ასე იქნება, მაგრამ რადგან ბავშვებს ეხება, ამ ეტაპზე მიანც მიჭირს გარისკვა. გეგმიურ აცრებზეmshoblebiც არაერთგვაროვანი მოსაზრებაა და ამობენ, რომ აუტიზმის მაპროვოცირებელიც გამხდარა რიგ შემთხვევებში, თუმცა ბოლომდე მაინც არაა დადასტურებული ესეც. პირადად მე, ორივეს ვუკეთებ გეგმიურ აცრას, მაგრამ გრიპის აცრაზე ჯერჯერობით თავი შევიკავე და მომავალ წელს ვნახოთ.

- ანტიბიოტკები... ის, რისი მიცემაც არც ერთ დედას არ უხარია შვილისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე...

- პატარა გაციებაზე და დაბალ სიცხეზე, რასაკვირველია, ანტიბიოტიკს არ ვაძლევ, ჯერ თვითონ სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმიდან ირეცხება ბიო კომპონენტები, არაა მისი მიღება სასურველი, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც გვიწევს დალევა. როცა ბავშვი რამდენიმე დღე მაღალი სიცხით იტანჯება, ყელი აქვს გავარვარებული და ჩირქით მოცული, ასეთ მდგომარეობას ინჰალაციით ვერ გაუმკლავდები და საჭირო ხდება ანტიბიოტიკის ჩართვაც. ამიტომ გვიწევს ხოლმე ხანდახან მიღება.

- ბაღში დადის საბა ალბათ, ხომ?

- კი. შარშან გვქონდა ბაღის პირველი წელიწადი, მე ორსულად ვიყავი და ძალიან გავწამდი, ერთი კვირა მივიყვანდი, მერე ცუდად გახდებოდა და მთელი თვე სახლში იყო. ბაღის პირველი წელი ზოგადად ასეთი ყოფილა.

mshoblebi

- დასასრულ, ახალი წლის თემაზე მინდა გკითხოთ... როგორ ემზადება საბა? ალბათ უკვე იცის, რა უნდა, თოვლის ბაბუმ რომ მოუტანოს?

- პატარასთვის წელს პირველი ახალი წელია, ჩვენც პატარებივით გვიხარია ეს დღესასწაული და სულ ახლის მოლოდინში ვართ. ყველაზე სახალისო და ბავშვური დღესასწაულია. საბას ძალიან ბავშვური და პრაგმატული მოხთოვნილებები აქვს, წელს უნდა რეზინის თოფი, რომელიც ბუთქუნა ტყვიებს ისვრის. არ აქვს ხოლმე რაიმე განსაკუთრებული სურვილები, თუმცა მაინც გამოდის, რომ თავისებურად გათამამებული გვყავს. სულ უნდა სათამაშო, სათამაშო, სათამაშო. ხშირად არ მინდა შევუსრულო ყველა თხოვნა, არ მინდა გათამამდეს, მაგრამ ძალაუნებურად ასე გამომდის. მშობლისთვის ეს ძალიან სენსიტიური თემაა. აი, მაგალითად, გუშინაც უნდოდა ლეგოს სათამაშო, მეხვეწა მთელი დღე და ბოლოს მაინც წავიყვანე და ვუყიდე, იმიტომ, რომ მერე იწყენს, იწყებს ტირილს და ამის ყურება ადვილი არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა შეგიძლია, რომ გაახარო შვილი. ამით რასაკვირველია, თამამდება ბავშვი, მაგრამ ყველაფერი რაც მაქვს ცხოვრებაში, მაქვს ჩემი შვილებისთვის, ამიტომაც ვცდილობ ელემენტარული მოთხოვნები შევუსრულო. მით უმეტეს, რომ მისი სურვილები არაადეკვატური არაა. ყოველთვის რაღაც სათამაშო უნდა და რაც მთავარია, არ ბეზრდება. სათამაშოების მაღაზიაში რომ შევდივართ, იმდენი ხანი იქექება თაროებზე, რომ იპოვოს ის, რაც არ აქვს, ძლივს აარჩევს ხოლმე და მიამატებს მის სათამაშოებს. რაც მთავრია, იყენებს ყველა გასართობს, თამაშობს საათობით, აშენებს ლეგოებით სახლებს, თავის სტიქიაშია. ისე არაა, რომ გაყიდინოს და მერე სადმე გადააგდოს, მართლა იყენებს და თამაშობს.

ციცი ომანიძე