აქამდე ცნობილი იყო, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები 30 წლის ასაკში აღწევენ სილამაზის პიკს ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები ხშირად გვახარებენ თავიანთი მიგნებებით. ამჯერად გადაწყვიტეს, გამოეთვალათ ქალის საშუალო ასაკი, როდესაც ის ყველაზე მიმზიდველი და ლამაზია. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები 30 წლის ასაკში აღწევენ სილამაზის პიკს, რის შემდეგაც სილამაზე ჭკნობას იწყებს. მაგრამ ახალმა გამოკვლევებმა საწინააღმდეგო შედეგი აჩვენა.
რომ გაეგოთ, რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი, ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალიზეს ჩვენი დროის ყველაზე ლამაზი ქალბატონების ასაკი.
ბოსტონის უნივერსიტეტის სპეციალისტების გამოკვლევების თანახმად, ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ ყველაზე ლამაზი ქალების საშუალო ასაკი 33 წელი იყო. ახლა ეს ციფრი 38-მდე გაიზარდა.
ასეთი შედეგის მისაღებად გამოკვლეული იქნენ ქალები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჟურნალ People-ის გარეკანს ამშვენებდნენ. მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიჩნეულია 59 წლის შერონ სტოუნი, ასევე მიშელ ფაიფერი და 49 წლის ჯულია რობერტსი.
ყველაზე გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები
ასე რომ, ძვირფასო ქალებო, ნუ მიიჩნევთ 20 წლის გოგონებს თქვენს კონკურენტებად. თქვენ ხომ წლების მატებასთან ერთად სულ უფრო მიმზიდველი და ლამაზი ხდებით. გადახედეთ მსოფლიო მოდელებს ან თანამედროვე მსახიობებს. ისინი 35 წლის ზევით გაცილებით კარგად გამოიყურებიან.
არ არსებობს ულამაზო ქალი. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეიცნო საკუთარი სილამაზე.