სურს, ამით მიაპყროს საზოგადოების ყურადღება მომუშავე დედებისადმი ლიჩია რონზული ევროპარლამენტის იტალიელი დეპუტატია. უკვე რამდენიმე წელია, თავის პატარა ქალიშვილ ვიტორიასთან ერთად ესწრება სხდომებს. ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა ბავშვი (44 დღის იყო), როცა ევროპარლამენტის დარბაზში დედასთან ერთად დაიწყო "მუშაობა". ეს 2010 წელს მოხდა. ლიჩია ამბობს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო – მას არც სესიების გამოტოვება უნდოდა და იმავდროულად ბავშვს ბუნებრივად კვებავდა. მერე კი ეს ქმედება უკვე წესად და ერთგვარ აქციადაც ექცა.
ზოგიერთები რონზულის ბრალს დებენ იმაში, რომ ბავშვის ხარჯზე იკეთებს კარიერას, თუმცა თავად ქალს სჯერა, რომ ამგვარად საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს მომუშავე დედების პრობლემებისადმი. ევროპის ბევრ ქვეყანაში მეტისმეტად მცირე ხანს გრძელდება დეკრეტული შვებულება. სამსახურების უმეტესობაში კი სულაც არ არის ასეთი "ფუფუნება", რომ დედამ შვილი თან წაიყვანოს. ევროპარლამენტს აქვს მოქნილი წესები, რომელიც არ უკრძალავს დედებს ამგვარ ქმედებებს.
"არიან ქალები, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა არ აქვთ და აუცილებელია რაიმეს გაკეთება, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს", - ამბობს ლიჩია.
გოგონა კი ამასობაში იზრდება და კვლავ დედასთან ერთად დაიარება სამსახურში. ისე მიეჩვია გარემოს, ხმის მიცემის დროს დედასთან ერთად ხელსაც სწევს.
სხვათა შორის, ლიჩიას ქმარი რენატო კერიოლიც დეპუტატია და ორივენი სილვიო ბერლუსკონის ახლო მეგობრები არიან – სილვიო მათი მეჯვარე იყო.