"განსაკუთრებით მძიმედ ბაღის პირველი წელი მახსენდება, სულ ცუდად იყვნენ, საშინელება იყო..." მოდელი ლალი ტოტიკაშვილი ორი შვილის დედაა. უფროსი ბიჭი, საბა 12 წლისაა, ნიტა კი - 8 წლის. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ფიქრობს, რომ მთავარი ნდობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაა. თუ რატომ ახსენდება ყველაზე რთულად ის პერიოდი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
- საბას უკვე ეწყება რთული ასაკი, თუმცა უნდა მოგატყუოთ, რომ ვთქვა, რაიმე სირთულეებს ვაწყდები მასთან ურთიერთობისას-თქო. ალბათ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, მეგობრული ურთიერთობა მქონდეს შვილებთან, მკაცრი არ ვარ, ჩემი მოთხოვნები მაქვს, მაგრამ ერთმანეთის აზრს ანგარიშს ვუწევთ. ნიტას ამ ბოლო დროს ჰიპ-ჰოპი მოსწონს, საბას - კალათბურთი, მაგრამ ხშირად ეცვლებათ აზრი.
- სიყვარული თავისთავად ყველა დედა-შვილს შორის არის, მაგრამ უმთავრესი, ჩემი აზრით, ალბათ ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემაა. თუ ეს ყველაფერი ნდობასთან ერთად დაიკარგება, მერე ირევა ყველაფერი. თუ ხარ ავტორიტეტი, პრიორიტეტი და მეგობარი შვილისთვის, პრობლემებიც ნაკლებია.
- საბას ნაკლებად აინტერესებს მსგავსი საკითხები, ნიტას უფრო მოსწონს, მაგრამ თვითონ მაინცდამაინც არ არიან გადარეულები გადაღებებით.
- როცა შვილები პატარები გყავს, ფაქტობრივად, შენი რეჟიმი არ გაქვს, მათზე ხარ დამოკიდებული და აწყობილი. როცა ჩემები პატარები იყვნენ, მყავდა დამხმარე და დედა, რომელიც ყველანაირად აგვარებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს. ახლა უკვე ნიტა და საბა დიდები არიან, დამოუკიდებლად შეუძლიათ რაღაცების კეთება და შვებით რომ ამოისუნთქებ - ის პერიოდი მაქვს. როგორც დედას კი, განსაკუთრებით მძიმედ ბაღის პირველი წელი მახსენდება, შეიძლება ამ დროს ხდება იმუნიტეტის გამომუშავება, მაგრამ სულ ცუდად იყვნენ, საშინელება იყო. გაზრდა ამ საკითხშიც შეეტყოთ, ნაკლებად გვიტევს ვირუსები, მიუხედავად იმისა, რომ აცრას არ ვუკეთებ. მგონია, ძალიან ნორმალურია ზამთარში რამდენჯერმე გაციება, რთულია, მაგრამ ნორმაა, ასე მგონია, ამიტომაც თავს ვიკავებ გრიპის აცრებზე. ზოგადად, მიჭირს ბავშვებთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც არ ვიცი, არ ვიცი და მეშინია.
- სიმართლე გითხრა, არა, მეგობრები ჩვენთანაც მოდიან და ესენიც მიდიან. ჯერჯერობით ისეთს არაფერს აკეთებენ, რომ შეზღუდვების დაწესება იყოს საჭირო, ნორმის ფარგლებში დადიან და ვუშვებთ ყველგან.
- ჩემი მეუღლეც არაა მკაცრი, მასაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს შვილებთან. შეიძლება გარკვეულ საკითხებში, მე უფრო მკაცრად დავდგე, ვიდრე ის. ალბათ მიხვდი, ჩვენი პოზიცია ბავშვებთან მეგობრობაა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტ და კარგ შედეგს იძლევა. ყოველთვის ვუსმენთ, რა უნდათ, როგორ უნდათ და საერთო გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენ ასე გვინდა და ასე უდა იყოს - ეს მიდგომა ჩვენს ოჯახში არ არსებობს. მაქსიმუმალურად ვუწვეთ ანგარიშს ერთმანეთს და ეს მათთვისაც სამაგალითოა. ბავშვი პატარა ასაკიდან უკვე პიროვნებაა, გააჩნია საკუთარი აზრი, სურვილები, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, ამით მერე თავად შვილებიც სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას. ეს თუ არ იქნება, ვერცერთ ურთიერთობას, ვერსად ვერ ააწყობს ადამიანი.
ციცი ომანიძე