"შვილი რომ შემეძინა, მეგონა, გვერდით ახალშობილი პაციენტი მეწვა" - ცნობილი ექიმი ეკა უბერი დედის ამპლუაში
"შვილი რომ შემეძინა, მეგონა, გვერდით ახალშობილი პაციენტი მეწვა" - ცნობილი ექიმი ეკა უბერი დედის ამპლუაში
1 / 2
Next
"ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!" - ამბობს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ექიმი ეკა უბერი. იგი თავის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვესაუბრება.

- როგორ შეძელით ერთროულად წარმატებული კარიერის აწყობა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებაც?

- წილად მხვდა ბედნიერება, ვიყო იმ ოჯახის წევრი, რომელსაც დიდი სამედიცინო წარსული აქვს! მოგეხსენებათ, უბერები, საქართველოში თაობებით ექიმები ვართ. ბაბუა, პეტრე უბერი ცნობილი, დასავლეთ საქართველოში პირველი ექიმი იყო. 32

წლის წინ გარდაიცვალა და რამდენად სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ბაბუას სიკეთე. მიყვებიან, როგორ გადაარჩინა ესა თუ ის პაციენტი... მამაჩემიც, ნუგზარ უბერი ცნობილი პედიატრია და მიუხედავად ასაკისა, დღემდე სიახლის ძიებაშია. ვიყო ასეთი ხალხის შთამომავალი, მიორმაგებს პასუხისმგებლობას. ამჯერად კი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა – დედობაა! რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვცდილობ, რომ პირველ რიგში კარგი ექიმი ვიყო. არ შევარცხვინო ჩემი გვარი, რომელიც საქართველოში ექიმობასთან ასოცირდება! არ ვავნო ადამიანებს, დავეხმარო პატარებს და ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო! ადვილად არაფერი მოსულა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე... საწყისი განათლება საქართველოში მივიღე,
შემდგომში სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელე, შემდეგ - ავსტრიაში... ახლაც ყოველ წელს დავდივარ ინგლისში - ლონდონში საუნივერსიტეტო კლინიკაში და ერთთვიან სტაჟირებას გავდივარ, რომ მივყვე თანამედოვე ცხოვრების მაჯისცემას. პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიდევ უფრო რომ დავხვეწო, ბევრი რამ არის საჭირო. მაქსიმალურად ვცდილობ, ერთი საათი მაინც გამოვნახო ყოველდღე და ყველა სიახლეს გავეცნო მედიცინაში, წავიკითხო... ექიმებთან წარმატება და ცნობადობა დროთა განმალობაში მოდის კინომსახიობებისა და ვარსკვლავებისგან განსხვავებით. ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოვიდა. ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!

mshoblebi
ეკა უბერის ვაჟი

- თქვენს ხელში უამრავმა ბავშვმა გაიარა... როცა თავად გახდით დედა და თქვენს შვილს პირველად შეხედეთ, ის ემოცია როგორ გახსენდებათ?

- პირველი ემოცია უცნაური იყო და ამას ჩემი ახლობლები ხუმრობით ხშირად მახსენებენ. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და გვერდზე მეწვა ახალშობილი, რატომღაც ჩემი პაციენტი მეგონა. შემდგომ, ნელ-ნელა მოვიდა ის ინსტინქტი, რასაც დედობა ჰქვია... არცთუ ისეთი ახალგზარდა მშობელი ვარ და პირველი ემოცია, სიხარულის ცრემლები იყო. ძალიან შეგნებულ ასაკში გავხდი დედა და ალბათ ჩემი ემოციები გაორმაგებული იყო. ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებიც პატარა ასაკში გახდნენ მშობლები, უთქვამთ, რომ თავიდანვე დედობის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. ესაა დიდი პასუხისმგებლობა, სიხარული, ნერვიულობა, თუნდაც შიში, რომ დაიცვა და უსაფრთხოდ გყავდეს შვილი, მაქსიმალურად აარიდო ცუდი. ამ ასაკში ეს ყველაფერი გაორმაგებულია და ამას მეც გზადაგზა გავდივარ. ახლა ჩემი შვილი ხუთი თვისაა...

გადაფურცლეთ მეორე გვერდზე, განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ოჯახური ფოტო
1 / 2
Next
12875
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
sveta
0
ნუგზარ უბერის გადარჩენილია ჩემი და ასობით სხვისი შვილები, ეწვიც არ მეპარება მისი შვილიც მამის გენეტიკური კოდის მატარებელი იქნება, უფალმა გვიმრავლოს მრავალი უბერისნაირი საიმედო ექიმები
15:10 / 23-03-2018
მარია გეორგიადუ
0
ჩემი უსაყვარლესი პედიარტის,ბ.ნ ნუგზარ უბერის ასევე უსაყვარლესი შვილი,არაჩვეულებრივი ეკა უბერი. მე თქვენ მიყვარხართ უზომოდ,იმიტომ რომ ჩემი შვილების ჯანმრთელობა ებარა ბატონ ნუგზარს .
06:23 / 09-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?