რაც უფრო ფართოა საძილე არტერია, მით მეტია ინსულტის განვითარების რისკი... ახალმა გამოკვლევებმა, რომელიც პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა, ცხადყო, რომ ბავშვების ძუძუთი კვება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ქალებში 15 წლამდე ამცირებს.
ნორმალური წნევის მატარებელ მეძუძურ ქალებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად ეზრდებათ "კარგი" ქოლესტერინის კონცენტრაცია და მცირდება მოცირკულირე ცხიმების დონე.
მკვლევრებმა გააანალიზეს 678 ქალბატონის მონაცემები და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას 7-დან 15 წლამდე აკვირდებოდნენ.
მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, თუ რამდენი ხნის განმავლობაში კვებავდნენ ქალბატონები საკუთარ პირმშოებს. ისინი აკონტროლებდნენ მათ წნევას, ქოლესტერინის დონეს, ცხიმებს, საძილე არტერიის დიამეტრს და მისი კედლების სისქეს.
ამ ქალბატონებიდან 157-ს არასდროს გამოუკვებია ბავშვი ძუძუთი.
284 ძუძუთი კვებავდა 6 თვე და უფრო ნაკლები.
1334 ძუძუთი კვებავდა მინიმუმ 6 თვე.
ქალბატონები ორსულობის პერიოდში დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად არტერიული წნევის მიხედვით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძუძუთი კვება დადებითად მოქმედებდა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იმ ქალბატონებში, რომლებსაც ორსულობის პროცესში ნორმალური წნევა ჰქონდათ.
ძუძუთი კვება ხელს უწყობდა მოცირკულირე ცხიმების რაოდენობის დაქვეითებას და "კარგი" ქოლესტერინის კონცენტრაციის ამაღლებას. ასევე საძილე არტერიის კედლების სისქის შემცირებას. რაც უფრო ფართოა საძილე არტერია, მით მეტია ინსულტის განვითარების რისკი. საჭიროა დამატებითი კვლევები - ამბობენ მეცნიერები.