სალომე შარვაძე: "მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში"
სალომე შარვაძე: "მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში"
1 / 2
Next
"ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. ასე რომ, სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს! ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი!" - ამბობს მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც ქეთის როლს ასრულებს ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები"... იგი ყველა გოგონას ურჩევს, რომ კარგი განათლება მიიღონ და მატერიალურად მყარად დადგნენ ფეხზე...

- თქვენი გმირი ფილმში პატიოსანი და ისეთი ტიპის ქალია, როგორიც მოსწონთ ქართველი მამაკაცების უმრავლესობას... რამდენად მოგწონთ თქვენ?

- ჩემთვის არ არის

მისაღები, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდოს ქალმა თავი! ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელი იყოს! რა თქმა უნდა, ქეთი სხვადასხვა გარემოების მსხვერპლია და მათ შორის რაღაც დოზით - ძალადობის! მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში. ასეთი აქტუალური თემა რომ არის, იმიტომაც წერს ჩვენი გენიოსი სცენარისტი ამ ყველაფერს. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმას ასახავს ფილმი. ქეთის ტიპაჟიდან გამომდინარე ვთვლი, რომ არაფრის მსხვერპლი არ უნდა იყოს ადამიანი! შვილის ასეთ გარემოში აღზრდაც არ არის ჯანსაღი.


- რა იწვევს იმას, რომ დღეს ბევრი ქალია ასეთ მდგომარეობაში?

- ის, რომ ქალს არ შესწევს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი! ამიტომაც მაქსიმალურად

უნდა ვეცადოთ კარგი განათლება მივიღოთ, ფეხზე მყარად დავდგეთ და ვერავინ შეძლოს, თავის ჭკუაზე გვატაროს! აუცილებელია ფინანსურადაც დამოუკიდებელი იყოს ქალი! როდესაც ვინმეზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ცუდია! შემდეგ ბევრი რამის მოთმენა უწევთ ადამიანებს! როცა შენი თავის იმედი გაქვს, რომ ყველაფერს შეძლებ, თუნდაც მარტომ გაზარდო შვილი, ღირსეულად ცხოვრობ! აღარ გჭირდება ითმინო! ქეთის შემთხვევაში მაინც სხვა რამ ხდება: მგონია, რომ უყვარს თავისი ქმარი და იმიტომ ითმენს ამდენ რამეს...


- კარგი ადამიანია მისი ქმარი?

- ბოროტი არ არის, მაგრამ უხეშია! წარამარა ღალატობს ქეთის... ამ ბოლო დროს კიდევ გამოსწოდა, სწორ გზაზეა დამდგარი, თორემ იყო შემთხვევა, როდესაც ბიკინებიც უპოვა ქეთიმ ჯიბეში... გინება, უხეშობა, დამამცირებელი დამოკიდებულება კი ისევ ახასიათებს და არ მგონია, ეს თუ ვინმესთვის არის მისაღები.

mshoblebi

- როდის გაგიჩნდათ, როგორც ქალს, ყველაზე მეტად პროტესტის გრძნობა, როდესაც ქეთი დაჩაგრეს?

- აი, ახლა, ბოლო სერიებში, ვიღაც უცხო გოგოს რომ ეხმარება. თავს თვლის ვალდებულად, რომ დაეხმაროს. ცოლს რომ ჰქონოდა მსგავსი სიტუაცია, ალბათ უფრო მეტად ცოლზე გაბრაზდებოდა... ამას ამბობს კიდეც ქეთი, მე რომ ვყოფილიყავი მსგავს სიტუაციაში, ჩხუბს დამიწყებდი, რატომ გადაიკიდე ის კაციო...
ბაღის ბავშვს რომ ბოდიში მოახდევინა, ქეთი ალბათ მოკვდა მაგ დროს სირცხვილით. მასწავლებელს მიუვარდა და ეჩხუბებოდა, რას ჰქვია, ბავშვს პასუხი არ მოსთხოვეთო... თუმცა ძალიან ბევრი ქართველი კაცი ვიცი, ვინც მსგავს რამეებზე ეგრე რეაგირებს. აი "გრუზინებს" რომ ეძახიან...


- თქვენი რეალური ცხოვრება როგორია?

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ სალომეს ქორწინების და ოჯახური ფოტოები

1 / 2
Next
9481
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
Tamuna
0
ნინა-ს რამდენი წლის ხარ? სად გაიზარდე რა ოჯახში და გარემოში რომ ამნაირ სისულეელებს ქადაგებ? ფსიქოლოგი გჭირდება!
10:35 / 15-04-2018
ნინა
11
ესე უბრალოდ დგება და გეუბნებათ,რომ არ ვარგიხართ და სულელი ხარო? ამას ვერ დავიჯერებ! იქნებ თქვენშია დანაშაული, იქნებ არ ხართ როგორც მეუღლე მომთმენნი და არ ეფერებით შესაფერისად, ან გინდათ გააკონტროლოთ სულ, დგეს ქალებს არაადეკვატური შეხედულება გაქვთ ცოლქმრულ ურთიერთობაზე, თუ ქმარია ვალდბული ასევე ცოლია ვალდებული ქმარს ანგარიში გაუწიოს, ქმარი ოჯახის წინამძღვარია დაიმახსოვრეთ ეს!!! და უაზრო ქადაგებას გენდერობაზე ნუ უსმენთ ეგეთ იდიოტებს!!! "კარგი ცოლი ქმარს მეფედ აქცევს და თავად მეფის ცოლი ანუ დედოფალი იქნებაო"
17:08 / 13-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?