"მე ისეთი ქალი არ ვარ, რომელიც ყოველდღე კერძებს ამზადებს და სახლში ზის" მომღერალი ნინო ძოწენიძე "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე საუბრისას, საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა: გაგვიმხილა მშვიდი, ადამიანური ურთიერთობის "რეცეპტი" და გამოგვიტყდა, რომ შვილი "თამამ" ჩაცმულობასთან დაკავშირებით, შენიშვნებს აძლევს... რჩევაც მოგვცა - როგორ გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს, რათა სასოწარკვეთილ დიასახლისებად არ ვიგრძნოთ თავი...
- ბოლო დროს გაშუქებული მოვლენების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ქალების მიმართ ბევრი არასწორი ქმედება ვლინდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ქალობა რთული არ არის, პირიქით - რადგან ქალი ვარ, ბევრი რამ მიადვილდება. სხვათა შორის, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, კაცი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრების დინებასთან ერთად მივხვდი, ქალობა ძალიან კარგია.
- ბავშვობაში ჩხუბი მიყვარდა - კარატეზე დავდიოდი. ფეხბურთიც ძალიან მომწონდა... რაღაცნაირად, ყოველთვის მინდოდა, კაცი ვყოფილიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ქალობა უკეთესია, რადგან ჩემი აზრით, ქალი ბევრად მაგარია, ვიდრე კაცი: ქალის გონება, ინტუიცია, შემართება, გამძლეობა, იმუნიტეტი უფრო ძლიერია.
- თითქოს - არა, მაგრამ ცოტათი დისკომფორტი არის... ვამბობ ხოლმე, რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? ჩემს ბავშვობაში მობილური ტელეფონი არ იყო. ახლა ცხოვრების ტემპი, კომუნიკაცია აჩქარებულია - ინტერნეტსივრცე განვითარდა... თითქოს ყველაფერი აჩქარდა. ამიტომ ასაკის მატება ცოტათი მაშინებს, მაგრამ რას ვიზამთ? წლები მიდის, ყველანი ვბერდებით...
ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის ელეგანტური თანამედროვე ბინა - ”გიგამ გაკეთებული დამახვედრა...”
- 15 წელია, მეუღლე მყავს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვკამათობთ - სხვადასხვა აზრი გვაქვს. მე ჩემს პოზიციას არ ვთმობ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ იმ დროს უნდა გავჩერდე. საერთოდ, თუ გინდა, ურთიერთობა მშვიდი, წყნარი იყოს, გარკვეულ სიტუაციებში გაჩუმება უნდა შეგეძლოს. უნდა გაჩუმდე და გაიღიმო. ბუნებრივია, ეს ცინიზმი არ უნდა იყოს. უნდა შეგეძლოს, რომ გარკვეულ საკითხში მოკამათეს არ აჰყვე და შენი აზრი რქებით არ გაიტანო.
- ჩემი ვაჟი ახლა 14 წლის არის. ისე გავზარდე, რომ დამოუკიდებლობას მივაჩვიე. ახლა უნდა, ყველაფერი მარტომ გადაწყვიტოს. ისე ვეპყრობი, როგორც მეგობარს, უფროს ადამიანს. უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ: ამას წინათ, მაღაზიაში ვიყავით. ოდნავ "თამამი" ზედატანი მეცვა და შვილმა მითხრა, - ღილი შეიკარიო. მივხვდი, ჩემ გვერდით თან კაცია, თან - შვილი. ვკითხე, - დედიკო, კომპლექსიანი რატომ ხარ? ძალიან თავისუფალი გაგზარდე-მეთქი... ეს მართლა მიკვირს, მაგრამ ეტყობა, შინაგანად ასეთია. აზიატური რაღაცები ახასიათებს. მისი ასეთი თვისება მომწონს კიდეც. აღზრდისას ბევრი ისეთი თვისება ვასწავლე, რაც კაცს არ უნდა ეშლებოდეს. მგონი, ახლა ზედმეტად მიბრუნდება უკან (იღიმის)...
- ინგლისური არ ვიცი. როცა სიმღერას ვწერ, მთხოვს - მომასმენინე, რას ჩაწერო. მეუბნება, - მოდი, ქართულად იმღერეო. ინგლისურად ვმღერი, მაგრამ სანდრომ ეს ენა კარგად იცის და მაკრიტიკებს.
- 37 წლის ვარ. მგონი, უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. რა ვიცი, ასე ამბობენ (იღიმის)...
- არა, არა... მე ისეთი ქალი არ ვარ, რომელიც ყოველდღე კერძებს ამზადებს და სახლში ზის. განაგრძეთ კითხვა