"მეცოდება დღევანდელი დედები - მათზე ზეწოლას ახდენს სოციალური ქსელი..." სამი შვილის დედა, ფსიქოლოგიის წიგნის ავტორი, გვიზიარებს თავის მოსაზრებებს დედის როლზე თანამედროვე ცხოვრებაში. რთულია მას არ დაეთანხმო!
დედობა დღეს არ არის იოლი საქმე. ცხოვრება სარბენ ბილიკს ჰგავს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ყოველდღიური რუტინაა: გააღვიძო ბავშვები, მოამზადო სკოლისთვის და ბაღისთვის, იქიდან გააქცუნო წრეებზე. მოამზადებინო დავალებები, აბანავო, მოუმზადო ვახშამი და დააძინო. აღარაფერს ვამბობ ახალშობილობის პერიოდზე, ცურვასა და ბავშვთა მასაჟზე. ზოგიერთი დედა სახლის გარდა 7-საათიან სამუშაოსაც ასწრებს, ითავსებს პერსონალური მძღოლის, მზარეულის და მოსამსახურის მოვალეობას. სამი შვილის დედამ და არაერთი წიგნის ავტორმა - ბუმნი ლადიტანმა ჩვენი დროის დედის მოვალეობები ასე ჩამოაყალიბა:
"როგორია იყო დედა 2018 წელს?
უნდა უზრუნველყოთ ბავშვების საგანმანათლებლო, ემოციური, ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკური და სოციალური საჭიროებები. ამავე დროს, თავიდან აიცილოთ ჰიპერსტიმულაცია, არ დაუშვათ არასწორი მკურნალობა, გადაჭარბებული მზრუნველობა ან დაუდევრობა. მოაშოროთ ბავშვი გაჯეტებსა და ნახევარფაბრიკატებს, გმო-ს, დასხივებას, პესტიციდებს და მავნე პლასტიკატის ჭურჭელს. ამავე დროს ასწავლოთ სოციალური პასუხისმგებლობა, თანასწორობა, წაახალისოთ დამოუკიდებლობა, აკონტროლოთ და-ძმებთან მეგობრული დამოკიდებულება..."
როგორია ჩვენ დრომდე დედად ყოფნა:
ბუმნის პოსტმა 8 000 მოწონება დაიმსახურა. ბევრი დაეთანხმა ავტორს და გაიზიარა მისი შეხედულებები.
"იყო დედა - საოცარი შრომაა. ზოგჯერ აღარც რჩება ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რასაც შენგან ელიან", - წერს ჯილიან ვოტი. "თანამედროვე მშობლებს და მათ შვილებს აკისრებენ საკმაოდ დიდ მოვალეობებს! ჩემი დედამთილი თვლის, რომ ჩემმა 3 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს ანბანი. არადა, ის ხომ მხოლოდ სამი წლის არის!" - დააფიქსირა თავისი მოსაზრება მარის კარდენმა. "მეცოდება დღევანდელი დედები - მათზე ზეწოლას ახდენს სოციალური ქსელი, მათ ორგანიზება უნდა გაუკეთონ "იდეალურ"დაბადების დღეებს და ყველაფერში უნდა ჰქონდეთ იდეალური წესრიგი", - ამბობს ჯანელ ფრანცი.
"დედების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მოვალეობები სულ უფრო და უფრო იზრდება. ზოგიერთმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ყოველი ახალი თაობის ქალები იქცევიან "მრავალფუნქციურ" დედა - რობოტებად".
ნაწილი დედებისა არ არის მზად, იყოს "მრავალფუნქციური" დედა. ამიტომ ისინი რჩებიან უბრალოდ მოსიყვარულე დედებად. "დროის ნაკლებობა ყოველთვის მაქვს, მაგრამ ერთ მოვალეობას ყოველთვის ვართმევ თავს - არ მავიწყდება შვილებისთვის იმის თქმა, რომ ძალიან მიყვარს ისინი".