როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს დედის ახალი ქმრისადმი პროტესტი აქვს... როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს დედის ახალი ქმრისადმი პროტესტი აქვს. ჟურნალისტი და ბედნიერი დედა - ნატალია კალაშნიკოვა დედებს და მამებს რამდენიმე რჩევას აძლევს.
პირველი მთავარი რჩევაა: ნუ შეიცხადებთ ასეთ მომენტს და ნაჩქარევად ნუ გამოიტანთ დასკვნებს. ჯერ გაარკვიეთ, რითია გამოწვეული ბავშვის ასეთი რეაქცია.
პირველი ყველაზე გავრცელებული აზრი - ეჭვიანობაა
ადრე დედა მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ეხლა მის სიყვარულში ვიღაც ბიძია ჩაეწილა. ეს ყოველთვის ეჭვიანობა არაა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება.
1. დედა - დააკვირდით საკუთარ თავს. შესაძლოა პატარას მართლაც აღარ აქცევთ ისეთ სათანადო ყურადღებას, როგორსაც ადრე. შეეცადეთ გამონახოთ დრო, რათა თქვენ შვილთან ერთად დარჩეთ და ამ პერიოდში მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობით დაკავდეთ. კარგი იქნება თუ ეს ხშირად მოხდება.
მამა - პატივი ეცით დედისადმი ბავშვის უფლებებს. ნუ დასცინებთ და გააბრაზებთ ბავშვს. ალბათ ძნელია არაა ასეთი სიტყვებიც უთხრათ: "რა თქმა უნდა დედასთან უნდა იყო, ის ხომ შენი დედაა". ამ დროს კარგი იქნება თუ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან განცალკევდებით, ან სულაც ჭურჭელს გარეცხავთ. აცალეთ პატარას დაიკმაყოფილოს დედისადმი გრძნობების გამოხატვის სურვილი.
თუ დედა შვილთან ერთად ახალი მამაკაცის ბინაში გადადის - პატარას სტრესი უმძაფრდება. დაეხმარეთ მას, რომ ახალ ბინაში საკუთარი სივრცე იპოვნოს.
თუ მამაკაცი დედა- შვილის ბინაში გადმოვიდა - მაშინ პროტესტი შესაძლოა იმ კითხვის გამოხატვა იყოს, თუ ვინაა სახლში უფროსი. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებს ეხება, როცა ახალმოსული მამაკაცი თავისი წესების გატარებას, დედისადმი განკარგულებების გაცემას და ასევე ბავშვის სათამაშოების ხელის ხლებას ცდილობს.
რატომ ინგრევა ოჯახები საქართველოში - "განქორწინებების მიზეზი უმეტესად სექსუალური პრობლემაა"
2. მამა - უნდა მოიქცეს კორექტულად და ესმოდეს, რომ ბავშვი საკუთარ სახლშია საკუთარი უფლებებით. პატივი ეცით უკვე ჩამოყალიბებულ ბავშვის პირად საზღვრებს.
დედა - აუხსნას ბავშვს, რომ ეს უკვე მამის - სახლიცაა და მასაც გააჩნია უფლებები. მაგალითად ადგილი კომპიუტერთან, ტელევიზორთან და დედიკოს ლოგინშიც. გამოხატოს თანაგრძნობა ბავშვისადმი და აუხსნას მეუღლეს, რომ პატარას ნივთების ხელის ხლება, მისი ნახატების შესწორება დაუკითხავად არ შეიძლება.
კიდევ ერთი მიზეზი ახალი მამის მიმართ პროტესტისა: - ცხოვრების წესის შეცვლაა.
ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს, რომ სახლში მუდმივად იმყოფება სხვა პიროვნება. ეს "ბიძია" დედისათვისაა ძვირფასი, ახლობელი და საყვარელი. ბავშვისთვის ის შესაძლოა ოჯახში უხეშად შემოჭრილი სტუმარია, რომელიც უკვე დიდი ხანია არის და არც აპირებს წასვლას. ეს აღიზიანებს და ანაღვლიანებს ბავშვს.
3. დედა - შეეცადეთ დაიცვათ ოჯახში ადრე არსებული რიტუალები და თანაგრძნობა გამოხატოთ ბავშვის გრძნობებისადმი.
მამა - ნუ მოახვევთ და მოაბეზრებთ თავს ბავშვს მეგობრობის ჩამოყალიბების მიზნით. ეს თანდათანობით გააკეთეთ. დაუთმეთ მას არაპრინციპიალურ მომენტებში.
სახლში ახალი მამა - ეს იმ ოცნებების დანგრევაცაა, რომ დედა და მამა კვლავ ერთად იქნებიან.
4. დედა - აუხსენით ბავშვს, რომ მისი მამა ყოველთვის მისი დარჩება. რომ ის ჩვეულებრივად იურთიერთებს მასთან ყოველთვის. რომ ის ყოველთვის დედიკოს და მამიკოს შვილი იქნება. მთავარია აღიაროთ ბავშვის უფლება, რომ უყვარდეს და იდარდოს მამაზე. უთანაგრძეთ მას, რომ ასე მოხდა და ერთად აღარ არიან.
ახალი მამა - არ მოითხოვოთ, რომ ბავშვმა მამა დაგიძახოთ. თავდაპირველად უფლება მიეცით დაგიძახოთ სახელი ან ბიძია. უთხარით, რომ მისი მამა იმ შემთხვევაში გახდებით თუ თავად მოისურვებს ამას. ყოველთვის აღიარეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში არსებობს სხვა, თქვენზე მეტად საყვარელი მამაკაცი. და მთავარი: არ გაუბრაზდეთ ბავშვს უხეშობისათვის. გახსოვდეთ რომ ის სტრესშია და მას შეძლებისდაგვარად უმკლავდება. იყავით პატივისმცემელი და კეთილმოსურნე. ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ თავად მამაკაცს სურს ბავშვის ნამდვილი მამა გახდეს.