"თუ ქალი არ არის ბედნიერი, ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი... შეეშვით მსხვერპლშეწირვას!"
"როგორ არ დავკარგოთ თავი ოჯახის მსახურებისას, როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი? 
ყველაფერი იწყება საკუთარი თავიდან, ესაა ამოსავალი წერტილი. თუ თავს ვკარგავთ ოჯახის მსახურებისას, ეს ნიშნავს, კი არ ვემსახურებით, კი არ ვზრუნავთ, არამედ მონებად ვიქცევით. როდესაც ახლობელ ადამიანებს შეგნებულად ემსახურები, მასზე ზრუნავ, ეს შენ გავსებს...  წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ითგრუნავ და ამაოდ იხარჯები...
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რისთვის აკეთებთ რაღაცას, გაცნობიერებული უნდა იყოს ყველაფერი, აზრი ჰქონდეს იმას, რასაც აკეთებთ. უაზროდ და უმიზნოდ არაფრის კეთება არ შეიძლება, ეს გაცნობიერებული უნდა გქონდეთ აუცილებლად. ამას ვაკეთებ არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, რადგან მათზე ზრუნვას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. თუ თქვენი ყოველდღიური შრომა,
ზრუნვა თქვენ გაუბედურებთ, მუდმივად დაქანცული, ტრაგიკული ხართ, ეს არც თქვენთვის არის კარგი და არც გარშემო მყოფებისთვის.
და არც ესაა სწორი ფორმულირება - მე ყველაფერს ვაკეთებ ქმრისთვის, მთელი ჩემი ფიქრები, აზრები, ქმედებები არის მისთვის... ან შვილებისთვის.. წარმოიდგინეთ, ასეთი "შეწირული" ქალი სამაგიეროდ რას მოითხოვს ქმრისგან, შვილებისგან? იგივე თავგანწირვას... რაც არასწორი მიდგომაა. ეს ადამიანს თრგუნავს.
ჯობს ნაკლები გავაკეთოთ და გაცნობიერებულად და სიამოვნებით, და დავიტოვოთ დრო საკუთარი თავისთვის... ქალებს დეფიციტის განცდა აქვთ და ამ დეფიციტის გამოც აკეთებენ რაღაცას. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ იმისთვის იღწვის, რომ შეაქონ, დააფასონ, მოეფერონ, შეიყვარონ. თითქოს გაუცნობიერებლად ცდილობს მეტი გააკეთოს, რომ მეტი შექება დაიმსახუროს, თუმცა იშვიათად ხდება ასე...

გააკეთეთ პარალელურად რაღაც საკუთარი თავისთვის, დააფასეთ საკუთარი
თავი, გამოყავით დრო, რომ დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან, მიხედოთ თავს, შეიყვაროთ. როცა ქალს არ უყვარს საკუთარი თავი და გამუდმებით მსხვერპლად სწირავს მას დაუნანებლად, ის საპასუხოდ მხოლოდ უფრო მეტი მსხვერპლშეწირვის სურვილს და მოთხოვნებს მიიღებს... ხანდახან რეცხვა-ხეხვის მაგივრად, უბრალოდ მიდით ქმართან და სთხოვეთ, მოგეფეროთ...

მამაკაცებო, ხშირად მოეფერეთ ქალებს, უბრალოდ, ისე, უპირობოდ. ის ამას ელოდება თქვენგან და მხოლოდ ამ მოფერებისა და მცირე ყურადღებისთვის დღე და ღამე შრომობს. თუ ეს ერთხელაც არ გაგიკეთებიათ, ძალიან ცუდია. თქვენ ფიქრობთ, სახლი უნდა აუშენოთ და ეს უნდა მხოლოდ ქალს? არა, ყველაფერი გაცილებით მარტივია. მას უბრალოდ მოფერება და ყურადღება უნდა. თქვენი მოფერება ძლევამოსილია. ქალები გიჟდებიან, როცა მათ თავზე, თმებზე ეფერებიან... თუ სახლი აუშენეთ, მაგრამ თავზე არ მოფერებიხართ არც ერთხელ, ეს საშინელებაა..."

ეს მხოლოდ მცირე ამონარიდებია ცნობილი ყაზახი ფსიქოლოგის, მესამე ათასწლეულის ფსიქოლოგიად წოდებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ოსტატის მარინა ტარგაკოვასი, რომელიც ოჯახური ურთიერთობების, ბავშვთა ფსიქოთერაპიის სპეციალისტია, ასევე გეშტალტ-თერაპევტი, ქოუჩინგის სპეციალისტი.

mshoblebi
ქალბატონ მარინას უდიდესი გამოცდილება აქვს ოჯახური ურთიერთობების სფეროში, ის არა მხოლოდ თეორეტიკოსი, არამედ პრაქტიკული ფსიქოთერაპევტია, ხშირად ატარებს ლექციებს ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სულ მალე ქართველ მსმენელსაც ექნება შესაძლებლობა, დაესწროს მის ლექცია-სემინარებს. ქალბატონი მარინა საქართველოს ეწვევა - ამონაშვილის აკადემია მშობლებისთვის ამ საჩუქარს უკეთებს საქართველოში მცხოვრებ მშობლებს და ფსიქოლოგებს.
როგორ განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობები? როგორ აღვზარდოთ სიყვარული ოჯახში? როგორ დავძლიოთ გარდაუვალი კრიზისული სიტუაციები ერთად? როგორ ვიზრუნოთ ბავშვების განვითარებზე და როგორ მივაღწიოთ მათთან თანხმობას? - ამ და კიდევ სხვა მრავალ შეკითხვებზე პასუხებს გასცემს ქალბატონი მარინა ტარგაკოვა 29 მაისს, ფსიქოლოგიის დოქტორ პაატა ამონაშვილთან ერთად სემინარზე “ოჯახური ბედნიერების ფორმულა”. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
7518
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?