"მოაჩვენო ხალხს თავი ბედნიერად - დღევანდელ დროს პოპულარულია. თუ გსურს იყო ბედნიერი, ამის უნდა გჯეროდეს" გთავაზობთ ცნობილი ფსიქოლოგის, მარინა ტარგაკოვას პასუხებს 5 მნიშვნელოვან კითხვაზე:
ბედნიერებაზე
ძირითადად, ადამიანები თავს აჩვენებენ, რომ ბედნიერები არიან. არადა ფსიქოთერაპევტთან ვიზიტისას სულ სხვა რამ გამოვლინდება. მოაჩვენო ხალხს თავი ბედნიერად - დღევანდელ დროს პოპულარულია. თუ გსურს იყო ბედნიერი, ამის უნდა გჯეროდეს. ადამიანი ოჯახის, თანადგომის, გაგების გარეშე -ადრე თუ გვიან უბედური ხდება. 25 წლიანი პრაქტიკა ამის დამადასტურებელია. ჩემი მიზანია დავუბრუნო ადამიანებს რწმენა.
ოჯახზე
წარმოიდგინეთ დიდი აუზი, სადაც დაცურავენ ადამიანები. იქიდან ერთ-ერთს ძალიან უნდა საპირფარეშოში. მაგრამ დაეზარა აუზიდან ამოსვლა და იფიქრა: დიდი ამბავი, აქვე რომ მოვისაქმო, ამხელა აუზს არც შეეტყობა. ასე რომ იფიქროს ყველამ, ვინც აუზშია, რა მოუვა წყალს წარმოგიდგენიათ?
იგივე ხდება მაშინ, როდესაც საუბარია სისუფთავეზე ურთიერთობაში და ოჯახურ ცხოვრებაში, როდესაც ვიღაცას სიბინძურე მოგაქვს ოჯახში. გულწრფელი სიყვარული სიბინძურეში არ ცხოვრობს, გულის სიწმინდე შინაგანია. ეს არის ის, რისთვისაც ადამიანს დიდი საფასურის გადახდა უწევს.
"თუ ქალი არ არის ბედნიერი, ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი... შეეშვით მსხვერპლშეწირვას!"
ქალების შესახებ
ქალის ბედნიერება ურთიერთდამოკიდებულებაშია. როდესაც ერთმანეთს ორი უბედური ადამიანი ხვდება, ისინი ბედნიერები ვერ იქნებიან, ვერც მათი შვილები იქნებიან ბედნიერები. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ იყო ბედნიერი, როგორ მიიტანო ეს ბედნიერება ოჯახში და გადასცე შვილებს. რაზეა დამოკიდებული ბედნიერება? ეს არის ჰარმონია ოთხ დონეზე: ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციონურ და სულიერზე.
კაცებზე
წარმოიდგინეთ გამაგრილებელი მოწყობილობა, რომელიც გამორთეს დენის წყაროდან. გამორთვიდან რაღაც პერიოდი ის კიდევ ტრიალებს. ასევეა კაცი, რომელიც ამცირებს ქალს. ქალი ხომ "გაფურჩქვნის" ენერგიაა და თუ თქვენ ის დაამცირეთ და აწყენინეთ, აუცილებლად ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ. წარუმატებლობა კაცის ცხოვრების თანმდევი იქნება, შეიძლება გაუარესდეს ჯანმრთელობა, კარიერა და ბედნიერების შეგრძნება.
ბავშვებზე
პრობლემების 99,9% ბავშვობაში იღებს სათავეს. მშობლებზე დამოკიდებულია სცენარი, რის საშუალებითაც ის იღებს თავის წილ გამოცდილებას. ეს არის საოცარი საშუალება ზეგავლენა მოახდინოს ბედზე. უილიამ ჯეიმსის სიტყვებით, კრიზისი გვეხმარება გავიგოთ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ცხოვრებისეული რესურსები. " თუ თქვენ გაქვთ კრიზისი, ე. ი. მოვიდა დრო ახალი შესაძლებლობებისა", - ამბობს მარინა ტარგაკოვა.