"ნუ გეშინია, მეორე ბიჭი გეყოლება" - აი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს"
"ნუ გეშინია, მეორე ბიჭი გეყოლება" - აი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს"
ეს ერთი ახალგაზრდა დედის, ხატია ჟორდანიას პოსტი, რომელიც ბევრი დედის სათქმელს ამბობს:

"ეს არის ჩემი გოგო მართა!
ჰო, ეს ის გოგოა, 4 წელი რომ ვოცნებობდით. ამ ოთხი წლის განმავლობაში გამუდმებით ვისმენდით კითხვებს: რას შვრებით, რამე სიახლე ხომ არ გაქვთ? რას ელოდებით? მოუჩქარეთ... კიდევ არაფერი არ ხდება? ექიმი გაძლევთ იმედს?! ჩემმა ახლა მოიყვანა და უკვე ორსულად არის...
და არ წყდებოდა კითხვების კორიანტელი...
ისე, ყოველთვის მიკვირდა და დღემდე ვერ ამიხსნია, თუ ადამიანი ერთი კვირის წინ არ იყო ორსულად, ერთი კვირის შემდეგ რა
უნდა შეცვლილიყო?

მაგრამ კეთილი ადამიანებიც არსებობენ... ოჯახში, სანათესაოშიც და სანაცნობოშიც, რისთვისაც მადლობა მათ.

მერე იყო, რაც იყო. დადგა ნანატრი დროც და ნანატრი ორსულობაც.
მგონია, უნდა დავტკბე ჩემი ბედნიერებით და დავაღწიე უაზრო კითხვებს თავი და ისევ დაიწყოო:
მუცელი კიდევ არ დაგეტყო? რატომ?! ნუ გეშინია, ბიჭი გეყოლება. უნდა იმშობიარო და მაშინ ხარ ქალი... - და რა ვიცი კიდევ ბევრი რამ, ესენი უფრო დამამახსოვრდა...

გაჩნდა მართა...
"ნუ გეშინია, მეორე ბიჭი გეყოლება" - აი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს და რასაც ამხელა პოსტი მოვაყოლე...
არაფრის არ მეშინია და არც გული მწყდება არაფერზე, პირიქით, მადლობა უფალს, რომ ასეთი გოგონას
დედობის ღირსი გამხადა. რატომ გგონიათ, რომ ბედნიერება მხოლოდ ბიჭის დედობაშია ან რამე განსხვავება არსებობს დედობრივ სიყვარულში.
ვერ გიტანთ, ვისაც გგონიათ, რომ ბიჭი შვილი უფრო სასურველია და უფრო საყვარელიი... ვისაც შეგიძლიათ, აბორტი გაიკეთოთ სქესის გამო...

და ბოლოს მინდა ვთქვა, მე მადლობელი ვარ, რომ ეს პრინცესა მაჩუქა უფალმა და შეგვარგეთ ბედნიერება... უფრო მეტსაც გეტყვით, მადლობელი ვიქნები უფლის, თუ კიდევ ჩამთვლის ღირსად და მაჩუქებს შვილს... თუნდაც გოგონებს, ტყუპებს... აუცილებლად დიდი სიხარულით გავაჩენ".
11550
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
მ.
0
ზოგადად ხშირია ასეთი "კეთილი" რჩევები.მე ორი ბიჭი გავზარდე.ყველა დედა რომ ინატრებს,ასეთი ბიჭები.ხშირად უთქვამთ ახალგაზრდობაში,რატომ გოგოს არ აჩენ?ან გოგო არ უნდა გაიჩინო?შენს მაზლისცოლს გოგო ჰყავს,შენ არ გინდა?მე საუკეთესო შვილები მყავს.მთავარი ეგაა!
17:59 / 01-09-2018
მ.
0
ზოგადად ხშირია ასეთი "კეთილი" რჩევები.მე ორი ბიჭი გავზარდე.ყველა დედა რომ ინატრებს,ასეთი ბიჭები.ხშირად უთქვამთ ახალგაზრდობაში,რატომ გოგოს არ აჩენ?ან გოგო არ უნდა გაიჩინო?შენს მაზლისცოლს გოგო ჰყავს,შენ არ გინდა?მე საუკეთესო შვილები მყავს.მთავარი ეგაა!
17:59 / 01-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?