12 რამ, რაც დედამ უნდა ასწავლოს თავის გოგონას... და თავის თავსაც შეახსენოს ზოგიერთი რამ...
12 რამ, რაც დედამ უნდა ასწავლოს თავის გოგონას... და თავის თავსაც შეახსენოს ზოგიერთი რამ...
ჩვენ შევარჩიეთ საინტერესო და სასარგებლო რჩევები სამი დედისგან. თითოეულს 2 გოგონა ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - 18-ის, ხოლო უმცროსი - 13 წლისაა. აი, რას არიგებენ დედები შვილებს, სანამ გაიზრდებიან.

გიყვარდეს საკუთარი თავი და სხვებიც შეგიყვარებენ

თუ არ დააფასებ საკუთარ თავს, სხვა ნამდვილად არ დაგაფასებს. გიყვარდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ ძალიანაც ნუ გადააჭარბებ, ეგოიზმს ჯერ არავინ დაუმშვენებია.

შინაგანი სილამაზე

მოუარე თავს, ყოველთვის იყავი ფორმაში, მაგრამ ამასთან გახსოვდეს, რომ მამაკაცები ქორწინდებიან არა ლამაზ სურათებზე, არამედ იმ ქალზე, ვისთან ერთადაც საინტერესოა ურთიერთობა.

სწორად
მიიღე კომპლიმენტები

დარწმუნებული იყავი საკუთარ თავში! თუ შენ გითხრეს კომპლიმენტი, უბრალოდ უთხარი “მადლობა“ - თავი კი არ იმართლოთ.

პატივი ეცი საკუთარ სხეულს

კვებე კარგი საკვებით, მოუარე, არ იფიქრო პრობლემებზე (მაგალითად, თუ ცხვირის ფორმა არ მოგწონს), შენ ჯანმრთელი ხარ და ეს მთავარია.

გამოიყენე მზისგან დამცავი საცხი

ყველას მოგვწონს რუჯი, ის ხომ კარგად ფარავს კანზე არსებულ ყველა ნაკლს. მაგრამ ულტრაიისფერი სხივები არც ისე უსაფრთხოა, აჩენს ნაოჭებს და აბერებს კანს. თუ გინდა, რომ დიდხანს გამოიყურებოდე ახალგაზრდად, გამოიყენე მზისგან დამცავი საცხი.

არ ატარო მოუხერხებელი ფეხსაცმელი

ქუსლიანი ფეხაცმელი შეგიძლია ატარო მხოლოდ საზეიმო დღეებში და არა ყოველდღე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 50 წლისთვის ორთოპედიული დაავადებების
მთელი „თაიგული“ გექნება. ყოველდღიურად შეგიძლია ატარო ელეგანტური, დაბალქუსლიანი ყოველდღიური ფეხსაცმელი. სამაგიეროდ, ჯანმრთელობას შეინარჩუნებ.

ისწავლე სიტყვა „არა“

ნუ შეგეშინდება ამ სიტყვის გამოყენება! უთხარი „არა“ - ალკოჰოლს, ნარკოტიკს, ქარაფშუტა მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იოლი. ამიტომ წინასწარ მოიგონე რამდენიმე თავაზიანი, მაგრამ მყარი - „არა“.

თუ ბიჭი არ რეკავს, ეს ნიშნავს იმას, რომ არ სურს დარეკვა

თუ ბიჭმა აღარ დაგირეკა და არ შემოგთავაზა შეხვედრა, ე.ი. მას არ სურს ურთიერთობის გაგრძელება. გაუშვი და არ შეეცადო ურთიერთობის შეცვლა.

ნუ დააჩქარებ მოვლენებს

არ ეცადო მალე გათხოვდე და ბავშვი გააჩინო იმის გამო, რომ შენი დაქალები უკვე გათხოვილები არიან. სიჩქარეში შეიძლება შეცდე არჩევანში. თუ გინდა ბედნიერი იყო, ისწავლე მოცდა.

ნუ შეგეშინდება ცრემლების

არასოდეს შეგეშინდეს გრძნობების გამოხატვის. ემოციების შეკავება - უარესია. იტირე, როცა გრძნობები მოგაწვება. ყველაზე მძიმე წუთებში კი გახსოვდეს, რომ დრო ყველაზე კარგი მკურნალია, რომელიც ყველა ჭრილობას მოგიშუშებს.

ისწავლე დამოუკიდებლობა

რაც შეიძლება ადრე ისწავლე სადილების კეთება, რეცხვა, სახლის დალაგება, ლურსმნის მიჭედება და ავტომანქანის ბორბლის შეცვლა. რაც მალე ისწავლი ამ ყველაფერს, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. მე და მამა ხომ მთელი ცხოვრება არ გეყოლებით გვერდში...

იცოდე, სახლში ყოველთვის გელიან

ოდესღაც ჩვენგან წახვალ - გათხოვდები და შვილები გეყოლება. რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაბრუნება მშობლიურ სახლში. ნებისმიერ დროს სიხარულით დაგხვდებით.
5612
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნელი აკობია
0
კარგი მცდელობაა, მაგრამ, ჩემი აზრით, საკმაოდ სექსისტური სტატიაა. ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული გათხოვებაზე, მამაკაცები ვისზე ქორწინდებიან და ა.შ. მე არ მყავს გოგო და ძალიან კარგად ვაცნობიერებ, ჩემი ბიჭები რამდენად პრივილეგირებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭებად დაიბადნენ. გოგო რომ მყავდეს, ვფიქრობ, იმას ვეტყოდი, რომ იყოს ის, ვინც მას მოუნდება, რომ იყოს და რომ არ დაიხიოს უკან იმის გამო, რომ ის გოგოა და არც არავის მისცეს მისი უკან დახევის უფლება ამ თუ სხვა მიზეზით.
17:58 / 08-07-2018
eka
0
ძალიან მომეწონა
16:15 / 26-06-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?