"ორივე წითური და ლურჯთვალებაა, რაღაცნაირი ბავშვები არიან..." - მეგი გოგიტიძის ოჯახური ბედნიერება - მშობლები

"ორივე წითური და ლურჯთვალებაა, რაღაცნაირი ბავშვები არიან..." - მეგი გოგიტიძის ოჯახური ბედნიერება

2018-06-28 11:06:09+04:00

"დილით ადრე ვდგები და ბავშვებს რაც სჭირდებათ, ყველაფერს ვუკეთებ. ორივე ძალიან მოკრულია ჩემზე" "შვილები ორივე წითური და ლურჯთვალებაა, რაღაცნაირი ბავშვები არიან. ძალიან მაიმუნები, აქტიურები. მთელი დღეები და ღამეები გაწამაწიაში ვართ, მაგრამ ეს ყველაფერ ღირს! ასე არის უფლისგან დადგენილი, რომ დედა-შვილი და მამა-შვილი, ოჯახი ის კავშირია, რომელიც განუწყვეტელია ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც!" - მომრერალმა მეგი გოგიტიძემ ოჯახური ბედნიერებით გამოწვეული ემოცია გაგვიზიარა...

- მე და ჩემი მეუღლე უკვე ხუთი წელია ერთად ვართ... ქობულეთელი ვარ, ჩემს მეუღლესაც დედა ქობულეთელი ჰყავს და ერთმანეთი ქობულეთში გავიცანით. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით... შემდეგ გაჩნდა ჩვენი პირველი შვილი – სიდონია.

- დღეს როგორ იხსენებთ იმ სიხარულს, როდესაც დედაა გახდით?

- ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი საოცრება, რაც კი რამე არსებობს! რაც კი რამე განცდა, გრძნობა მქონია, იმ წუთებს ვერაფერი შეედრება. დღეს უკვე ჩემი შვილი ოთხი წლის არის და რომ ვუყურებ, ყველა წუთს ის მომენტი მახსენდება, როცა ამ ქვეყანას მოევლინა. ის სყვარული, რაც იმ წამიდანვე დაიწყო... იმ წუთიდანვე რაღაც სასწაული დამემართა... შემდეგ ბუნებრივია, ბავშვის გაზრდის დროს ბევრი ეტაპებია. სანამ გაიზრდება, დედა უფრო მეტად ბავშვის აღზრდაზეა გადართული. სულ ღელავს, ბავშვს რამე არ მოუვიდეს, მუცელი რატომ ტკივა, პირველი სიცხე - დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული და დედა-შვილური სიყვარულის ბოლომდე გააზრება ვერ ხდება. პრობლემებია წინ წამოწეული. ბევრი რამ არ იცი, გამოუცდელი ხარ და შემდეგ უკვე, როდესაც ბავშვი თავისით დადის, ჭამს და გესაუბრება, ყველაფრის გააზრებაც უფრო მეტად მოდის... ბავშვის დაბადებიდანვე ისახება დიდი სიყვარული დედას და შვილს შორის! ეს რაღაც ამოუხსნელი საიდუმლოა ჩემი აზრით, რომელიც მთელი ცხოვრების მანზილზე გრძელდება და სულ სურთ ერთმანეთთან ყოფნა.

mshoblebi

- თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, კარიერა თუ ოჯახი?

- ეს კითხვა ჩემთვის ცოტა უცხოა... კარიერა რაში მდგომარეობს? - შენი შემოქმედების გამოვლინებაში ხომ?! შენი შემოქმედება შენ ხარ, ფაქტობრივად შენგან ვერც ჰყოფ. შვილებიც ასევე შენ ხარ! ეს ყველაფერი აუცილებლად შეთავსებადი უნდა იყოს. შემდგარი დედა რომ იყო და პროდუქტიული, შენი საქმე უნდა აკეთო, თუ შენ ის გაქვს! თუ არ გაქვს, არაფერი სჯობს, შენი თავი თავიდან ბოლომდე შვილებს მიუძღვნა! ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია დედამ თავისი საქმე აკეთოს და თავისი შვილებისთვის განუმეორებელი დედაც იყოს! ერთმანეთს ხელს არაფერში არ უშლის, მაგრამ რასაკვირველია ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები უპირატესია! ამის იქით ალბათ აღარაფერი აღარ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი კარიერა ეჭვქვეშ დავაყენოთ. როგორც ვახსენე, ერთმანეთს ხელს არ უშლის და რაღაცნაირად მეუხერხულება კიდეც პასუხი ამ კითხვაზე. ოჯახზე და შვილებზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არსებობს მგონია ამ ქვეყანაზე!

- მეორე შვილის დაბადებას როგორ იხსენებთ?

- მეორე შვილის დაბადებაც ძალიან ტკბილი იყო. ორივე სხვადასხვანაირი შეგრძნებაა... პირველი შვილი – პირველი განცდაა და მეორე რაღაც ძალიან ჩვილი, ჩემზე ძალიან მიწებებული იყო. ვერაფრით გავარჩევ, პირველი უფრო მიყვარს თუ მეორე, ან მეორე თუ პირველი, მსგავსი რამ ჩემთვის არ არსებობს!

Videomshoblebi

მეგი გოგიტიძის ოჯახური ბედნიერება

- ყოფილა შემთხვევა სცენაზე ვერ გასულიყავით, რადგან ბავშვი პატარა იყო და გვერდით დედა სჭირდებოდა?

- საბედნიეროდ, არა... თუმცა თუ საჭირო იქნებოდა, ჩემი შვილის გულისათვის აუცილებლად გადავდებდი. ისე დალაგდა ყველაფერი და ჩემი შინაგანი განწყობაც ისეთი იყო, რომ არასოდეს მსგავსი შემთხვევა არ მქონია. სამი თვის ფეხმძიმე უკრაინის "ვოისში" წავედი მონაწილეობის მისაღებად და რადგან პროექტი გრძელვადიანია, მეცხრე თვემდე სცენაზე ვიდექი... როგორც კი გაჩნდა, ყველა შემოთავაზებულ კონცერტზე გამოვედი... ღმერთმა ნუ დამაჭირვოს და თუ საჭირო იქნება, ჩემი შვილისთვის კონცერტს ყოველთვის გადავდებ!

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ჩემი დღევანდელობა ჩემი ოჯახით, შვილებით, პროფესიით შემოიფარგლება... დილით ადრე ვდგები და ბავშვებს რაც სჭირდებათ, ყველაფერს ვუკეთებ. ორივე ძალიან მოკრულია ჩემზე. როგორც ნებისმიერი დედა უვლის თავის შვილებს და თავის საქმეს აკეთებს, მეც ზუსტად ეგრე ვარ. მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით ყველაფერს.

- პროფესიულადაც დატვირთული ხართ?

- დიახ... ძირითადად მუსიკას ვქმნით ბენდთან ერთად. ახალი მუსიკები იწერება, ახალი პროექტები იქმნება და ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. ახლა ძალიან კარგ ახალ სიმღერას ვწერთ, რომელიც ძალიან მალე გამოვა. ასევე გვაქვს რამდენიმე გადაღება და კონცერტები დაგეგმილი.

mshoblebi

- შვილებს თუ ამჩნევთ მუსიკის ნიჭს?

- სხვათა შორის, ნიჭს ორივეს ვამჩნევ, მაგრამ მეუხერხულება ამის შესახებ ვილაპარაკო. ჯერ ერთი ოთხი წლისაა და მეორე ორის. ჩუმად რომ ვაკვირდები, ჩემს გულში ვფიქრობ, კარგი ხმა და სმენა ექნებათ-მეთქი... ეს ძალიან მიხარია. თან ორივე წითური და ლურჯთვალებაა და რაღაცნაირი ბავშვები არიან. ძალიან მაიმუნები, აქტიურები. მთელი დღეები და ღამეები გაწამაწიაში ვართ, მაგრამ ეს ყველაფერ ღირს! ასე არის უფლისგან დადგენილი, რომ დედა-შვილი და მამა-შვილი, ოჯახი ის კავშირია, რომელიც განუწყვეტელია ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც!

მანანა გაბრიჭიძე