"ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ..." - როგორ შეცვალა დედობამ ცნობილი დიზაინერი
"ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ..." - როგორ შეცვალა დედობამ ცნობილი დიზაინერი
ცნობილი ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია მეუღლესთან, 10 თვის შვილთან და ძაღლთან ერთად ვაკეში ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი ჰყავს, ლაკო აქტიურია საქმიანობის მხრივ, მონაწილეობას იღებს მოდის კვირეულებში, მუშაობს ახალ კოლექციაზე და შემოთავაზებები აქვს პარიზიდან. 

- ბავშვმა მთლიანად ჩემი ცხოვრება შეცვალა. ზოგადად ემოციური ვარ, შემიძლია სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ იკამ უფრო მაგრძნობინა, რა არის რეალური სიყვარული (იღიმის) უფრო გავხალისდი და ცხოვრებას სხვა ინტერესი მიეცა. ალბათ მეც გავიზარდე, ნაკლებად ვნერვიულობ იმ სისულელეებზე, რაზეც ადრე უფრო ვღელვადი, სხვა პრიორიტეტები გამიჩნდა, ზოგადად
გადაფასება მოხდა. როცა ვთქვათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქმის გამო მიწევს წასვლა, ძალიან მიჭირს ხოლმე მისი დატოვება, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს სჭირდება განტვირთვა და გასვლა. რაც დრო გადის, უფრო „მეწებება“, არ მიშვებს, ემოციურად მხვდება და მეც უფრო მიჭირს. შედარებით პატარა რომ იყო, მარტივად იდგა ეს საკითხი და ვერც ვხვდებოდი, ხალხი რატომ იძახდა, ძნელია და ვერ ვტოვებო, მაგრამ რეალურად ასე ყოფილა. როცა დაიბადა და გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ცოტა შემეშინდა, იმის კი არა, რომ შვილი მყავს და ვერსად ვერ წავალ, არა, იმის რომ მაქსიმალურად კარგად უნდა მოვუარო, არ უნდა შემეშალოს, არ უნდა ვატკინო,
სწორედ უნდ აღვზარდო... თავიდან მარტოც მიჭირდა ყოფნა, მინდოდა ჩემს გვერდით ვინმე ყოფილიყო, ზოგადად ძლიერი ტიპაჟი ვარ, მარტოც მიცხოვრია, ბევრიც გადამიტანია, მაგრამ ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, ნელ-ნელა მოვძლიერდი და ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ადამინისთვის უნდა ვიყო ყველაზე ძლიერი საყრდენი.

- თქვენთვის ვინაა ასეთი საყრდენი?
- მიუხედავად იმისა, რომ მყავს მეუღლე და მაქვს ოჯახი, მთელი ჩემი ცხოვრება საყრდენი იყო და არის დედ-მამა. იმდენად მივეჩვიე გვერდში დგომას მათი მხრიდან, ახლაც კი, რამე რომ გამიჭირდება, პირველი მათთან მივდივარ. დღესდღეობითაც ჩემი მშობლები ჩემი ყველაზე დიდი საყრდენები არიან.
mshoblebi
ინტერვიუ ვრცლად, ლაკოს ბინა ვაკეში და საოცარი აგარაკი წყნეთში იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ზაფხულის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება

ციცი ომანიძე

963
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```