„ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ იმავე ფასად მოახერხებ დასვენებას, რაც ქართულ კურორტებზე ყოფნაში უნდა დახარჯო“
„ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ იმავე ფასად მოახერხებ დასვენებას, რაც ქართულ კურორტებზე ყოფნაში უნდა დახარჯო“
ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება დასვენებაზე ფიქრი. ზოგს ამოჩემებული კურორტები აქვს და ყოველ წელს შვილებთან ერთად იქ დადის დასასვენებლად, ზოგი კი - ახალი თავგადასავლების ძიებაშია და სხვადასხვა ადგილას დასვენებას არჩევს. საქართველლოში დასვენება რომ იაფი ნამდვილად არაა, ეს უკვე კარგად ნაცნობი ამბავია, ინფრასტრუქტურა და პირობები ხშირ შემთხვევაში ფასზე ბევრად დაბალია, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის, ჰაერის, გარემოს, ჯანსაღი პროდუქტის და ა.შ. გამო, ხშირად გვიწევს თვალის დახუჭვა ბევრ არცთუ ისე უმნიშვნელო საკითხზე. Mshoblebi.ge ცნობილ დედებს სწორედ დასვენების თემაზე ესაუბრა.

ანა კოშაძე:

- სხვადასხვა ადგილას სიარული

მირჩევნია, მაგრამ ამ ზაფხულს ძირითადად თბილისში ვართ, რადგან ჯერ შვებულება არ მაქვს. პერიოდულად სოფელში ისვენებენ ბავშვები, სექტემბერში ვაპირებ ცოტა ხნით სადმე წასვლას. მაშო უკვე მეორე წელია სპორტსკოლიდან ზამთარ-ზაფხულ დაჰყავთ ბანაკში, წელსაც ბაკურიანში იყო 2 კვირით და ძალიან კარგად დაისვენა. პირადად მე, ზაფხულში მთის კურორტები დიდად არ მხიბლავს, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს სიცხე, მზე და მენანება ზაფხულის 2 კვირის დაკარგვა სიცივეში (იღიმის).

mshoblebi

- მაშომ როგორ გაართვა თავი მარტო დასვენებას?

-  უკვე მეორე წელია, მარტო ისვენებს ზაფხულში, შარშანაც იყო და წელს უკვე გამოცდილი წავიდა. მშვენივრად გაართვა თავი. სანამ წავიდოდა, ერთი კვირით ადრე დავიწყე გაფრთხილება, არ დაგავიწყდეს

მზისგან დამცავის წასმა სასტუმროდან გასვლამდე-თქო. ისე ზედმიწევნით შეუსრულებია ჩემი დარიგება, იქ მზისგან დაცული დაურქმევიათ სახელად (იცინის).


- ბანაკში ბავშვების გაშვების, დასვენების პრაქტიკა, ვფიქრობ ძალიან კარგია...

- კი, კარგია, მაშო ისედაც დამოუკიდებელია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მეტად ეჩვევა დამოუკიდებლობას, თან ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ხომ იცი, როგორ ხდება? ხშირად მშობლები ჩვენს შვილებში ვიხდენთ ოცნებებს. შარშან შევთავაზე, თუ სურვილი გაქვს წადი-თქო, ძალიან გაუხარდა, მოსწონს დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ამ აზრმა მოხიბლა და წავიდა. ანასტასიასაც ვკითხე წელს, ხომ არ გინდა გაყვე მაშოს-თქო, მაგრამ უარი განაცხადა.


- ზოგადად, რას ფიქრობ ქართულ კორორტებზე, რა გამოცდილება გაქვს და რამდენად კმაყოფილი ხარ, თუ შეესაბამება ფასი პირობებს და მომსახურებას ?

- სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა გამართული ხშირ შემთხვევაში არაა ხოლმე, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ იმავე ფასად მოახერხებ დასვენებას, რაც ქართულ კორორტებზე ყოფნაში უნდა დახარჯო. ყველა ვარიანტში იქნება ფასის მნიშვნელოვანი სხვაობა... ამიტომაც ხშირად იძულებული ხარ აქ დაისვენო. თუმცა მხოლოდ იძულებაც არაა, მაგალითად ჩემს ტასოს ძალიან უყვარს ბათუმი, შარშან ბოდრუმში ვიყავით დასასვენებლად, ყველა ძალიან კმაყოფილი დავრჩით, მაგრამ ტასო მაინც ბათუმს მისტიროდა, სასიამოვნოა, რომ თავისი ურჩევნია და უყვარს.


ანი გიუნტერი:
- ტრადიციას არ ვარღვევ და წელსაც წავიყვანე ბავშვები სიონში, ახლა კი მამას მიჰყავს ზღვაზე თვის ბოლომდე, ასე გვაქვს განაწილებული. ვცდილობთ, დაბალანსებული იყოს მთის და ზღვის კურორტებზე ბავშვების წასვლა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, სიონი ბავშვებისთვის არის ფანტასტიური ადგილი, იქ სწავლობენ ურთიერთობას, სირთულეების გადალახვას. ლაშქრობაზე ვიყავით წასულები, ბავშვები ტელეფონებს ძალიან უფრთხილდებოდნენ და ყველამ სახლში დატოვა. მოხდა ისე, რომ დაგვიღამდა და არც ერთს არ აღმოგვაჩნდა ფანარი. მინდა გითხრათ, ბავშვებმა საოცარი სულისკევთება გამოიჩინეს, მიხვდნენ, რომ თუნდაც ერთმანეთთან წაკინკლავებას აზრი არ ჰქონდა, რადგან უაზროდ დაიკარგებოდა დრო, სიბნელეში ისეთი დამჯერები იყვნენ, რომ გაოცებული დავრჩი. ბოლოს ჩემი ხელნაკეთი ჩირაღდნით გამოვიკვლიეთ გზა. ვფიქრობ, ასეთი სირთულეების გადალახვა აუცილებელია, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. სიონში ისე ციოდა, გავიყინეთ, ვხუმრობდი კიდეც, ისეთი სიცივეა, მგონია ახალი წელია-თქო. არ დავიზარე და ჩავიტანე ადვილად ტრასპორტირებადი სათამაშოები და აგვისტოში საახალწლო სათამაშოებით ხე მოვრთეთ, საახალწლო ნაძვის ხის მსგავსად. სიონის აღრიცხვით, ახალი წელიც მოვიყვანეთ. ბავშები გადასარევად გაერთნენ, მთავარი ხომ განწყობაა. მაქსიმალურად ვცდილობდით გასართობი გვეპოვნა, რომ არ მოწყენოდათ ბავშვებს.
mshoblebi

- ფინანსური თვალსაზრისთ რამდენად მისაღებია სიონი?

- 300 დოლარად პრივატიზირებულ 11 კვადრატულ ოთახში ვიმყოფებოდი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სუფთა ჰაერისთვის, ჯანსაღი პროდუქტისთვის ღირს წასვლა, შესაძლოა, ბავშვები სხვაგან უკეთ გაერთონ, მაგრამ ვერ ისწავლიან იმას, რასაც აქ სწავლობენ. ტალახში და წვიმაში ბავშვების ოთახში გაჩერება ძალიან ძნელია, ამიტომ სხვადასხვანაირ გასართობს ვპოულობდით, მაცივარიც კი მოვხატეთ ბუხრის ფორმაზე. ჩემს დამხმარე ქალბატონს, უსაყვარელს მარინას, ისე ციოდა, ფსიქოლოგიურად „დაიჯერა“, რომ ბუხარი იყო და თბებოდა (იცინის). ცივი ამინდების გამო, წელს სიონი ცოტა ზამთრის კურორტად გადაიქცა. თუმცა, როცა ამინდი ხელს გვიწყობდა, ცურვასაც წარმატებით ვახერხებდით. სიონმა ის შედეგი გამოიღო, რომ ამ მცირე პერიოდში 5 სმ მოიმატა სიმაღლეში ბიჭმა და 4 - მაშომ, „კატასტროფული“ მატება გვაქვს (იღიმის).

mshoblebi
ახლა, ვინაიდან ბავშვებისგან იძულებით, მაგრამ დროებით თავისუფალი ვარ, სიამოვნებით გავატარებდი ამ ორ კვირასაც მათთან, მაგრამ ასეა გადანაწილებული. მეც გამოვიყენებ ამ დროს და მაქსიმალურად უნდა გავერთო და დავისვენო, რომ ბავშვებს დავხვდე დასვენებული. საზღვარგარეთ ვგეგმავ წასვლას, რომელიმე კურორტზე, ჯერ არ ვიტყვი, სად და როგორ. მოვინდომე და ვნახოთ რა გამოვა. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ ზაფხულში ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაუროდ, თუმცა სადაც ვყოფილვარ, მაგალითად საბერძნეთში, დადებითი ემოციებით წამოვსულვარ და კარგად მახსენდება. იგივე შემიძლია ვთქვა თურქეთზე. რაც არ უნდა ლანძღონ, ფაქტი ერთია, თურქ ხალხს სისხლში აქვს გამჯდარი მომსახურების კულტურა, თავადვე იღებენ სიამოვნებას ამით და შენც კმაყოფილი რჩები. პირადად, მე კარგი მოგონებები მაქვს თურქეთის სხვადასხვა კურორტთან დაკავშირებით.

ციცი ომანიძე

alt"ვიცი, რომ ქართულ ზღვის კურორტზე არასდროს აღარ წავალ დასასვენებლად..." - გამოხმაურება

1865
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?