ყველაზე ხანდაზმული ქართველი მშობლების ცხოვრება ნანატრი შვილის გაჩენის შემდეგ
ყველაზე ხანდაზმული ქართველი მშობლების ცხოვრება ნანატრი შვილის გაჩენის შემდეგ
"შენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ"... - ნათელა ლაზიშვილი და გურამ ლაზიშვილი თავიანთ უკიდეგანო ბედნიერებას გვიზიარებენ. მათ შვილი მაშინ შეეძინათ, როდესაც ქალბატონი ნათელა 59 წლის იყო და ბატონი გურამი – 61 წლის... ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დედაა, მაგრამ დღეს ენერგიით სავსე დამხმარეს გარეშე ზრდის ბავშვს და მის თავს არავის ანდობს...

ნათელა ლაზიშვილი:
- დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვვერაფერს შევადარებდი...

- გვიამბეთ თქვენს პატარაზე... 
- ჩემთვის მართლაც ანგელოზია... ძალიან მიხარია ცხოვრება, ბედნიერი ვარ და არც ვიცი, ეს ყველაფერი სიტყვებით როგორ აღვწერო. დამხმარე ქალი არ მყოლია, ბავშვი სრულიად მარტომ გამოვზარდე და ვერც ვერავის ვანდობ მის თავს. მამამისსაც კი ვერსად ვატან, რომელიც ბავშვზე გიჟდება... ძალიან ცელქი და კარგი ბავშვია, ღმერთის საჩუქარია ნამდვილი!
mshoblebi
გურამ ლაზიშვილი:
- 61 წლამდე ყოველი წუთი
და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც მე ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ უხასიათობა რა არის, აღარც მახსოვს. დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს – ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება! წლის და შვიდი თვისაა და საოცარი ბავშვია... თუ რამ ცხოვრებაში უნდა შევქმნა, ძალას ჩემი პატარა მაძლევს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

- როგორც მახსოვს, კიდევ გსურდათ შვილები...
- დიახ... კიდევ ერთი პატარა გვინდა გვყავდეს, მაგრამ ჯერ ამას უნდა მივხედოთ! ორი წლის რომ გახდება თებერვალში, გიგანტური დაბადების დღე უნდა გადავუხადო... კეთილი და ძალიან კარგი საზრდელი ბავშვია! უჭკვიანესი თვალები აქვს! ახლა რომ მას ჭკუა აქვს, ამდენი ჭკუა ალბათ ჩვენს თაობას მეშვიდე კლასში არ ჰქონდა. რასაც დედიკო აკეთებს სამზარეულოსა თუ სისუფთავის მხრივ, ყველაფერს ბაძავს... უნდა ნახოთ როგორ რეცხავს და წმინდავს ჩემს მანქანას.
mshoblebi
- დარწმუნებული ვარ, გეყოლებოდათ დისშვილები, ძმისშვილები, რომლებზეც დიდი ამაგი გექნებათ და დიდი სიყვარულიც... თუმცა საკუთარი შვილი სხვა ყოფილა?
- 33 წელი ველოდი ამ სიხარულს... გიორგი რომ დაიბადა, მე 61 წლის ვიყავი და მეუღლე 59 წლის. საკუთარი შვილი ყოფილა საკუთარ სიცოცხლეზე ბევრად უფრო ძვირფასი, არათუ ძმისშვილზე და დისშვილზე... შენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ.

- რადგან შვილი ასე გსურდათ, ბავშვის აყვანაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- შვილის აყვანა რომ მდომოდა, ადრიდანვე ვიფიქრებდი, მაგრამ ნაშვილები ბავშვი სამწუხაროდ, იშვიათად ამართლებს... ჩემი მეუღლის ოჯახს სულ გოგონები ჰყავდა, იშვილეს ვაჟი და თავს ევლებოდნენ, ისე ზრდიდნენ. შემდეგ ვიღაცამ ჩააწვეთა, ნაშვილები ხარო და დაინგრა ოჯახი... გამზრდელ მშობლებს გაექცა, ცოლის ჭკუაზე წავიდა, სადღაც ბარაკებში იქირავეს ბინა და ეს ნაფერები ბიჭი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. იგი ფაქტიურად ჩემი მეუღლის გაზრდილი იყო და მაგ დარდს ლამის გადაყვა ჩემი მეუღლე. დღეს ჩემი სიდედრის და სიმამრის სახლში აღარავინ ცხოვრობს, დახურულია კარი... ამ ამბით შეშინებულებს ბავშვის აყვანაზე აღარც გვიფიქრია.

მანანა გაბრიჭიძე

altმშობიარობა 70 წლის ასაკში? – ყველაზე ხანდაზმული დედები და ადრე დაობლებული ბავშვები


26011
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ნიკოლოზი
0
როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა, გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით, შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება, ბავშვი ხარ და ცხოვრებასთან არ სტყუი. ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ, რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო. მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები, თქმა არ უნდა, შენც მიხვდები ღვთისფერო, იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!!!
21:05 / 15-09-2018
izi
0
ღმერთმა დიდხანს უმყოფოს თქვენი თავი ღვთის საჩუქარს.
10:12 / 15-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?