ამ ფოტოების და საჯაროდ ძუძუს წოვების გამო ამ ქალს შეურაცხყოფას აყენებენ - მშობლები

ამ ფოტოების და საჯაროდ ძუძუს წოვების გამო ამ ქალს შეურაცხყოფას აყენებენ

2018-10-03 06:20:54+04:00

ორი წლის ქალიშვილთან ერთად ძალიან თამამი ფოტოსესია მოაწყო ახალგაზრდა დედების გარკვეული ნაწილი რა ხანია იბრძვის უფლებისთვის, საჯაროდ მიეცეს ბავშვის ძუძუთი ჭმევის უფლება. ნიუ-იორკის მცხოვრები, ფოტოგრაფი რეკა ნიარი უკიდურეს ზომებზე გადავიდა და ორი წლის ქალიშვილთან ერთად ძალიან თამამი ფოტოსესია მოაწყო.

რენა ამბობს, რომ დაიღალა გარშემო მყოფთა მხრიდან კრიტიკით, საჯაროდ ძუძუს წოვების გამო. მას ხშირად შეურაცხყოფენ ამის გამო. და ყველაზე ხშირად - ქალები.

"ერთხელ ბუდაპეშტში მივფრინავდით და წინ ქალი მეჯდა, შეყვარებულთან ერთად ბრძანდებოდა. "საზიზღარი" მიწოდა. როგორც ჩანს, შეეშინდა, სანამ ჩემს შვილს ძუძუს ვაჭმევდი, მისი შეყვარებული არ ამეწაპნა", - ამბობს ნიარი.

mshoblebi

ახლა, როცა მისი ქალიშვილი ორ წელზე მეტისაა, უცხოების გარდა ახლობლებიც აკრიტიკებენ. უნდათ დაარწმუნონ, რომ გადააჩვიოს ძუძუს, თუმცა ნიარი დარწმუნებულია, რომ ჯერ ადრეა. "ახლა ძუძუს წოვება არის ჩვენ შორის კავშირის შენარჩუნება. თანაც, ეს მის იმუნიტეტს ამყარებს", - ამბობს ფოტოგრაფი.

altძუძუს წოვება 5-10 წლამდე - დედები, რომლებიც ახალ მოდას ამკვიდრებენ