"ახლანდელ პატარებს საკმაოდ პრინციპული ხასიათი აქვთ - ამ მხრივ, მხოლოდ ჩემი შვილი არ გამოირჩევა..." - ია სუხიტაშვილი დედობაზე
"ახლანდელ პატარებს საკმაოდ პრინციპული ხასიათი აქვთ - ამ მხრივ, მხოლოდ ჩემი შვილი არ გამოირჩევა..." - ია სუხიტაშვილი დედობაზე
მსახიობი ია სუხიტაშვილი 2 შვილის - 11 წლის ლუკას და 10 თვის იკას დედა გახლავთ. რა არის აუცილებელი ჰარმონიული ოჯახისთვის და რა - მნიშვნელოვანი შვილების აღზრდისას, რას საყვედურობენ მსახიობს ახლობლები და როდის კარგავს მოთმინებას? - ამის შესახებ ია თავად გვესაუბრა...

- ია, "გათხოვილი ქალის" სტატუსი რას ნიშნავს?
- ოჯახს, რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები აქვს. პასუხისმგებლობებს არასოდეს გავქცევივარ, მით უმეტეს, 2 შვილის დედა ვარ. არის გარკვეული პასუხისმგებლობები, რაც შვილის წინაშე ყველა მშობელს აკისრია. საფუძველი ხომ ყველაზე მთავარია? სახლს თუ კარგი საძირკველი არ
აქვს, დამთავრებული თემაა, - მიდი და სახლი არემონტე, რამდენიც გინდა. ერთ დღესაც ეს საძირკველი გამოგეცლება და ჭერი თავზე დაგემხობა. ხომ ასეა? ყველაფერს საძირკველშივე უნდა მოფრთხილება, ანუ ბავშვსაც - დაბადებიდან. პირველ რიგში, მის განათლებასა და ჯანმრთელობაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობად ის არ მიმაჩნია, რომ შვილს მანქანები უყიდო და ამისთვის კრედიტები აიღო, სახლი დაალომბარდო, რათა შვილმა კუნძულებზე დაისვენოს... მთავარი ის კი არ არის, კისერზე რამდენი გრამი ოქრო ეკიდება, არამედ - განათლება. გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება - ეს ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული. ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ეს არის - შვილების განათლება და ჯანმრთელობა (ჯანმრთელობის კონტროლი,
ექიმთან ვიზიტი, რომელი ვიტამინი როდის სჭირდება და ა.შ.), ლუკას (უფროსი ვაჟი) განათლებაზე ძალიან კონცენტრირებული ვარ და შედეგსაც ყოველი წლის ბოლოს ვიმკით, თუნდაც - სკოლაში მისი კარგი ნიშნებით.

- უფროსი ვაჟის აღზრდისას, კრიტიკული სიტუაცია თუ შეგქმნიათ?
- ჯერჯერობით - არა, ღმერთმა დამიფაროს.

- მეცადინეობის დაძალება არ დასჭირვებია?
- გაგვიმართლა, რომ ლუკას კლასში ბიჭები ძალიან კარგად სწავლობენ, ამიტომ აზარტი აქვს, რომ ისიც ერთ-ერთი კარგი მოსწავლე იყოს. დედაჩემი 38 წელია, პედაგოგია. კარგად იცის, ამ მხრივ ბავშვს როგორ მოეპყრას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ლომის წილი დედაჩემს მიუძღვის, რომ ლუკას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნია და იმედია, არც შეექმნება.

- უმცროს ვაჟზეც მოგვიყევით...
- ძალიან ცელქი და მოუსვენარია. ეტყობა, ახლანდელ პატარებს საკმაოდ პრინციპული ხასიათი აქვთ - ამ მხრივ, მხოლოდ ჩემი შვილი არ გამოირჩევა. მგონი, დაბადებიდან იციან, რა და როგორ უნდათ. მოკლედ, უცნაური ბავშვები არიან, კარგი გაგებით. განაგრძეთ კითხვა
1352
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
!
0
ეხლანდელი მოხარდები და ბავშვები დამოკიდებული არიან ინტერნეტზე.. ნაკლებად მოძრაობენ ეს იქვევს აგრესიას რასაც ზოგი პრინციპულობას ეძახის.. ნაკლებად ხალხში ყოფნა არარეალური ურთიერთობები არ მოქმედებს კარგად განვითარებაზე
14:33 / 07-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```