დედა დაინტერესდა, რამდენად სწორად აპირებდა მოქცევას. მან გოგონას ფოტოც განათავსა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დედამ დაიჩივლა, რომ მის 6 წლის გოგონას მუქი ბეწვები ამოუვიდა ფეხებსა და ზურგის ქვედა ნაწილზე და გადაწყვიტა, მოეშორებინა. დედა დაინტერესდა, რამდენად სწორად აპირებდა მოქცევას. მან გოგონას ფოტოც განათავსა სოციალურ ქსელში.
მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბევრმა გააპროტესტა დედის გადაწყვეტილება, ბავშვის ასეთი მცირე ასაკის გამო და დაუყოვნებლივ ურჩიეს ექიმთან მისვლა - რადგან სავარაუდოდ, მსგავსი თმიანობა გარკვეულ ჰორმონალურ დარღვევებთან არის ხოლმე კავშირში. ზოგიერთმა კი მხარი აუბა დედას და ურჩია, თუ ამის გამო გოგონა ნერვიულობს, აუცილებლად მოაცილოს ეს დისკომფორტი. "მეც მქონდა ბავშვობაში თმიანობა და ვერ ვიტანდი მასაც და საკუთარ თავსაც... დამცინოდნენ და ძალიან სერიოზული სტრესი მქონდა. ამიტომ ჩემს შვილებს როგორც კი შეექმნებათ ეს პრობლემა, მაშინვე მოვაშორებ და ავარიდებ ამხელა ტრავმას", - წერდა ერთი დედა.
დედის თქმით, გოგონას სხეულზე ამ ბეწვს გარშემო მყოფები ვერ ამჩნევენ, თუმცა თავად ბავშვი განიცდის, რადგან გამოირჩევა ამით თანატოლებისგან. ერიდება აუზზე სხვებთან ერთად გახდა. საერთოდაც, ამ საკითხმა მაშინ ააღელვა, როცა ზაფხულში თანატოლებთან ერთად აღმოჩნდა აუზზე და აღმოაჩინა, რომ მის მეგობრებს არ აქვთ მუქი ბეწვი.
"ნამდვილად არ ვაპირებ, დეპილაციის კრემი წავუსვა ბავშვის კანზე და არც რაიმე სხვა საშუალებით, ჩემით არ გავუკეთებ არაფერს. სპეციალისტს მივმართავ აუცილებლად, რადგან ვფიქრობ, თუ მას ეს აწუხებს და ნამდვილად უნდა მოცილება, უნდა დავეხმარო", - აღიარებს ბავშვის დედა.
ჩვენ კომენტარისთვის ენდოკრინოლოგ ნინო ჭუმბურიძეს მივმართეთ:
- ჭარბთმიანობის პრობლემა ძალიან აქტუალური თემაა, განსაკუთრებით მოზარდებში. პრობლემები შეიძლება დაიწყოს, იშვიათად 6 წლიდან, არიან ბავშვები, რომელთაც უფრო ადრე აქვთ მომწიფების პერიოდი, სწორედ ამ დროს მოსალოდნელია ჰორმონალური ცვლილებები, რაც იწვევის თმის მომრავლებას ტანზე და სხვა ადგილებზე. პირველ რიგში, მშობელი უნდა იყოს ფსიქოლოგის და მეგობრის ამპლუაში, უნდა დაამშვიდოს ბავშვი და აუხსნას, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოშორდება, მანამდე კი მოუყვანოს სხვადასხვა მაგალითი, თუნდაც საკუთარ თავზე. რაც მთავარია, ბავშვს უნდა შეუნარჩუნოთ ბავშვობა, თუ მას ნაადრევად დაეწყო მომწიფების ასაკი, არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის უკვე დიდია, რომ მის ორგანიზმში ახლა ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და ა.შ. რაც უფრო დიდხანს დარჩება ის ბავშვად, ეს პრობლემა მისთვის უმნიშვნელო იქნება, თუმცა, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც მას ეს პრობლემა შეაწუხებს. ასეთ შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს პირველ რიგში ბავშვთა გინეკოლოგს, ასევე ენდოკრინოლოგს. ჰორმონალური პრობლემის მოგვარების შემდეგ ჭარბთმიანობის პრობლემაც გვარდება. რაც შეეხება ეპილაციის მეთოდებს, ციკლის დაწყებამდე ნამდვილად არასასურველია, რომ მიმართოთ ეპილაციის რაიმე მეთოდებს, რადგან ეს უფრო უარეს შედეგს მოგცემთ. ლაზერული ეპილაციის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, როგორ აისახება შემდგომ ჯანმრთელობაზე. როდესაც მოზარდს გარდატეხის ასაკში, მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ გაუკეთებთ ეპილაციას, ეცადეთ გამოიყენოთ უსაფრთხო მეთოდები, იქნება ეს შაქრით თუ ვაქსით დეპილაცია.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ